დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია “British Petroleum”–ის აღმასრულებელ დირექტორს რობერტ დადლის შეხვდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა BP-ს აღმასრულებელ დირექტორს უკვე განხორციელებული ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
“British Petroleum”–ი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ნავთობკორპორაცია, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა 80 ქვეყანაში, 396.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 84 000 თანამშრომელი ჰყავს.
23.01.15