თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარემ ქეთავან ჯოხაძემ, კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში კალენდარული წესით გათვალისწინებული პროექტები წარუდგინა. როგორც “თბილისი თაიმსს” საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე კომისიის წევრებმა შემდეგი სპორტული ღონისძიებების დაფინანსების საკითხები განიხილეს: თბილისის ნაკრები გუნდის წევრების მონაწილეობის საკითხი საერთაშორისო პირველობაში უშუში, ასევე მშვილდოსნობაში თბილისის ზამთრის, კრივში 2015 წლის საქართველოს, თბილისის ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრების და კრივში ჭაბუკ მოკრივეთა შორის თბილისის და ჭადრაკში 8–დან 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის თბილისის ჩემპიონატების ჩასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების საკითხები. სხდომას დეპუტატების გარდა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტები კომისიამ დადებითი რეკომენდაციით შეაფასა, რომლებიც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნება გატანილი განსახილველად.