დღეიდან ლეღვთახევის მარცხენა ნაწილი გადაიკეტა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვა კლდის ფრაგმენტზე გაჩენილი ბზარის გამო მოხდა. უკვე დაიწყო კლდის გეოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც დადგინდება, ესაჭიროება თუ არა მას გამაგრებითი სამუშაოები.
მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ლეღვთახევის მარცხენა ნაწილი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაკეტილი იქნება, ხოლო ფეხით მოსიარულეებს ხევის მარჯვენა ნაწილზე გადაადგილება კვლავ შეუფერხებლად შეეძლებათ.