თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ორმოული შეკეთებისა და სანაპიროს მხარეს მდებარე გზების ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობის სამუშაოებზე ტენდერებს აცხადებს. სატენდერო პირობების თანახმად, 1 297 070 ღირებულების სამუშაოები 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
წელს მთაწმინდის, კწანისის, ისნის სამგორის, გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთის, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გზებისა და ქუჩების ორმოული შეკეთებისთვის 997 070 ლარი დაიხარჯება.
მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მხარეს მდებარე გზებზე 300 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობის სამუშაოები შესრულდება.