სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია დაწესებულების დირექტორი და 7 მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა პერტაიამ განაცხადა.
“2015 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრულების დეპატრამენტის #17 დაწესებულებაში მოხდა ინციდენტი. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულზე ძალადობის შემთხვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით მიეცნენ. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა #17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – განაცხადა
პერტაიამ და დასძინა, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
მისივე თქმით, დამატებითი დეტალები საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.