უკრაინა, წელს მსოფლიო ბანკისგან 2 მილიარდ დოლარს მიიღებს. “უნიანის” ცნობით, აღნიშნული თანხა სოციალურ პროექტებს, ენერგოსექტორისა და საბანკო სექტორის რეფორმირებას , კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.
“მსოფლიო ბანკი მზადაა უკრაინას 2 მილიარდი დოლარი გადაურიცხოს. 2015 წელს ეს ქვეყანა ბევრი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომაც უკრაინისათვის ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, ჯიმ ენ კიმმა.
მსოფლიო ბანკი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი კრედიტორია.