უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ წუხელ, ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა . მინსკში გამართული “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრაზე მიღებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში, წუხელ, ღამის 00:00 საათზე შევიდა.
“უკრაინა ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ დავადასტურებთ”, -განაცხადა პოროშეკომ.
მისი თქმით, უკრაინის მოლოდინია, რომ იგივეს გააკეთებს დაპირისპირებული მხარეც. იმ შემთხვევაში, თუკი მშვიდობა არ დამყარდება, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს.