დღესდღეობით, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა საჭირო ნივთების ინტერნეტ მაღაზიებიდან შეძენას ანიჭებს უპირატესობას.
ყველაზე ცნობილი და მომხარებადი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: პირველ ადგილს იკავებს www. amazon.com, შემდეგ მას მოჰყვებიან www ebay.com და www. gap.com.
ამ გზით საჭირო პროდუქციის შეძენამ დიდი პოპულარობა იმიტომ მოიპოვა, რომ დღეს, სახლიდან გაუსვლელად ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ მანქანა ან ნებისმიერი პროდუქტი. არჩევანი ფართოა და რაც მთავარია ფასები ხელმისაწვდომი. პლასტიკური ბარათით დარეგისტრირების შემდეგ კონკრეტულ საიტზე მომხმარებელს ნებისმიერი ნივთის შეძენა შეუძლია სასურველ ფასად.
ჩვენი ყურადღება ეთმობა ინტერნეტ მაღაზია www.amazon.com-ს, რომელიც ოცი წლის ამერიკული კომპანიაა, იგი ამ სეგმენტზე პირველად 1994 წელს გამოჩნდა ჯეფ ბეზოსის ხელმძღვანელობით, სწორედ მან დაარსა იგი ივლისის თვეში და 1995 წელს ჩაეშვა ინტერნეტ სივრცეში.
ჯეფ ბეზოსი – კომპანიის დამფუძნებელი
Amazon – ი დღემდე ბაზარზე პირველ ადგილს ინარჩუნებს. მისი პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული წმინდა შემოსავალი 274 მილიონი ამერიკული დოლარიითაა შეფასებული და ათასობით თანამშრომელთან ერთად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ოპერატიულად ემსახურება. კომპანიის სათაო ოფისი სიეტლიში, ვაშინგტონის შტატში მდებარეობს. მისი პოპულარობა ,პირველ რიგში, განაპირობა მომხმარებელთან სწორმა კომუნიკაციამ, რაც განპირობებული იყო იმით,რომ ინტერნეტ მაღაზიამ სხვადასხვა ენაზე შექმნა საიტები. მათში არა მარტო ენა იყო შეცვლილი, არამედ გასაყიდი საქონელი, ქვეყნების გადაზიდვის მხარდაჭერა და მომსახურეობაც კი.
ცნობილი გამოცემები დაინტერესდნენ იმ პროცესის სანდოობაზე, რომლითაც მომხმარებელი საჭირო ნივთის შეძენას ახორციელებს. ამაზონიდან ან სხვა ნებისმიერი ინტერნეტ მაღაზიიდან გამოწერა ხდება შუამავალი კომპანიის საშუალებით. ამაზონს ასეთი კომპანიები მრავლად ჰყავს. შუამავალ კომპანიაში დარეგისტრირების შემდეგ პლასტიკური ბარათით ხდება თანხის გადარიცხვა ინტერნეტ მაღაზიაში. პროცედურა ადგილმდეობარეობიდან გამომდინარე ერთი დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება.
თუმცა, არის შემთხვევები როდესაც მომხმარებელი უკმაყოფილოა. Amazon ყოველთვის მუდმივ კონტაქტშია კლიენტებთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლებთან ინტერნეტ მაღაზიას კონტაქტი მუდმივად უჭირს, მათი რაოდენობა კი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების თქმით, ერთი უკმაკოფილო მომხმარებელი შანსია იმის, რომ გყავდეს ორი კმაყოფილი მომხმარებელი, ეს კი დამოკიდებულია კომპანიის სწორ მარკეტინგულ პოლიტიკაზე. ინტერნეტ მაღაზიას ყოველთვის მიუთითებენ იმაზე, რომ მათ აქვთ საშუალება შეცდომების გამოსწორების და თუ ის ამ პროცესში აქტიურად არ ჩაებმევა მილიონობით მომხმარებელს დაკარგავს.
კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ მისთვის მომხმარებელი პირველ ადგილზეა და ის ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მუდმივად ცდილობს მათი გულის მოგებას. კითხვაზე თუ რა არ მოსწონს ძირითადად მომხმარებელს, დასავლური გამოცემი ადვილად სცემენ პასუხს.
როგორც სხვადასხვა კვლევა გვიჩვენებს უკმაყოფილების მაღალი ტალღა amazon-ზე მას შემდეგ, წამოვიდა რაც კომპანიას მრავალი ახალი დასახელების პროდუქცია შეემატა გასაყიდად. თვლიან, რომ იგი არ არის ეფექტური და გათვლილი ისეთი დიდი რაოდენობის მომხმარებელზე, როგორიც მას ჰყავს და საჭიროებს თანამშრომლებისა და ოფისების დამატებას. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მყიდველების მიერ გამოწერილი პროდუქტი არ არის ისეთი, როგორიც საიტზე , ფოტო თუ ვიდეო გამოსახულებაში ჩანს, შეცდომებია ზომებში, ფერებსა თუ ვიზუალში. გამოცემები წერენ, რომ მსგავსმა შემთხვევებმა ისეთ სერიოზულ ინტერნეტ მაღაზიაში,როგორიც amazon-ია აუცილებლად უნდა მოუკლოს,რადგან ამ სეგმენტისთვის ისევე, როგორც ნებისმიერ მათგანში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტის ნდობის მოპოვებაა. გასაკვირი არაა, რომ ადამიანებს უჩნდებათ კითხვა სანდოა თუ არა საიტი, საიდანაც ყიდულობ პროდუქტს და თანხას ანდობ ინტერნეტ მაღაზიას. ხშირად, მომხმარებელს მოლოდინზე მეტად სასურველი ნივთის მიმართ შიშები უჩნდება.
კომპანიის საწყობი, სადაც ფუთავენ შეძენილ ნივთებს
როგორიც არ უნდა იყოს მომხმარებლების კრიტიკა, დღეს ამ კომპანიას საცალო ვაჭრობის საიტები გააჩნია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში. „მონავარდე“ ასე შეაფასა „ბი-ბი-სიმ“, ბრიტანულმა გამოცემამ Amazon-ის მუშაობის დღევანდელი ტემპები.
ის არის შეფასებული კომპანიად, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ გაყიდვებისა და ვაჭრობის ძირითადი არსი შეცვალა, არამედ კომპანიად რომელმაც დაუდო საფუძველი ახალი ტექნოლოგიების დაარსებასა და მისით საზოგადოების სწრაფ დაინტერესებას. მისი წარმატების მიზეზად სწორედ ერთ საინტერესო პროდუქტს თვლიან, ეს არის Amazon Kindle , რომელიც ინტერნეტის დახმარებით ბიბლიოთეკის შევსების საშუალებას იძლევა, იგია განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უყვართ ელექტრონული სახით კითხვა.
კომპანია ყოველწლიურად სიახლეებს ნერგავს და მყიდველს ახალ პროდუქტს სთავაზობს, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული ის მსჯელობაც, რომ Amazon-მა აუცილებლად უნდა იზრუნოს უკმაყოფილო მომხმარებლებზე, რათა მომავალში ის არა, როგორც მხოლოდ ინტერნეტ მაღაზია,არამედ როგორც მრავალფუქნციური კომპანია ისე ვიხილოთ.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა
ნათია კეკენაძემ