ამა წლის 20-22 თებერვალს, თბილისი პირველად უმასპინძლებს მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით მოვლინებულ თანამედროვე კარატეს ერთ-ერთ დიდ ოსტატს, დავით ბენეტელოს, რომელიც მწვრთნელთა ლიზენზირებისთვისაა მოწვეული.
ამავე დროს მაღალი რანგის ოსტატი, სენსეი დავით ბენეტელო მსოფლიოს კარატეს ფედერაციის სპორტული კომისიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, სემინარები ჩატარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ხელშეწყობით.
მისივე თქმით, ატესტირებულ მწვრთნელთა სია გადაეცემა სხვადასხვა უწყებებს რეკომენდაციის სახით, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კარატეს განვითარებისთვის და ასევე მსოფლიო სარბიელზე შემდგომი მოღვაწეობისთვის.