ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. გუშინ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლედ კურტანიძის წარდგენას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას 96 მომხრე აღმოაჩნდა. ლუკა კურტანიძე დეპუტატის საქმიანობას გუშინდელ სხდომაზევე შეუდგა.