გუბაზ სანიკიძე უმრავლესობის წარდგინებითა და კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. სანიკიძეს ახალ თანამდებობაზე 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მანამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო ვიცე-სპიკერობიდან “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის გაწვევის საკითხი.
სანიკიძეს პარლამენტში კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.