საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპატამენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ რიყის ცენტრთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. ეს სამუშაო უკვე ჩატარებულია და თვის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.
სოფელ რიყის გზის რეაბილიტაცია სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.