ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის წარმოამდგენელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ გუდმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ეგიდით განსახორციელებელი „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ განიხილეს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც მსოფლიო ბანკის წარმოამდგენელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, პიტერ გუდმანმა აღნიშნა, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და მიწის ბაზრის განვითარება. პროექტის ძირიდათ მიზანს საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა წარმოადგენს.
როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, დაგეგმილია ქვემო სამგორის, ზედა რუს და ტბისი კუმისის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. პრაქტიკული სამუშაოები, უახლოეს პერიოდში დაიწყება და, სავარაუდოდ, ორ წელიწადში სამივე სარწყავი სისტემბა პრაქტიკულად სრულად რეაბილიტირებული იქნება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მსოფლიო ბანკი 31 მლნ ლარამდე გამოყოფს.
შეხვედრას გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი, ლევან დვალი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.