• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, აგვისტო 17, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები

“თბილისი პანორამის” დღემდე უცნობი სკანდალური დეტალები

2015/02/23
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
2 0
2
SHARES
25
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

11002801_929422820422328_823581503_o

„თბილისი-პანორამის“ პროექტი მისი მიღების დღიდან საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ განხორციელებული ეს პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექს მოიცავს. სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედანს აერთიანებს და უახლოეს მომავალში იფუნქციონირებს,როგორც ერთი მთლიანი ობიექტი. ის დედაქალაქის ცენტრალურ თუ ისტორიულ უბნებს დაუკავშირდება საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით. პროექტის  ორგანიზატორები  ფიქრობენ, რომ მის ფარგლებში, განხორციელების პროცესში ორი ათასამდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ოთხივე კომპლექსი შექმნის ათასზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს. პროექტის შესახებ „თბილისი თაიმსი“ დედაქალაქის მერიის ოფიციალური განცხადებას და „ოლდ სითი დეველოპმენტის” პროექტების მართვის დირექტორის ირაკლი ქარსელაძის კომენტარს გთავაზობთ.

ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ  საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მისი მშენებლობა პროტესტის გრძნობას იწვევს. მათი აზრით, „თბილისი პანორამის“ მშენებლობა გამოიწვევს დედაქალაქის ძველი უბნების გაუქმებას და იერსახის შეცვლას.  არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვიდნენ პროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათი ახალი ნაბიჯები უკავშირდება  ერთიანი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც ქვეყანაში გარემოსდაცვითი პრობლემების წინააღმდეგ იბრძოლებს. ამ თემებზე ქალაქმგეგმარებელს,ზურაბ ბაქრაძესა და პარტიზანი მებაღეების წევრს, ნატა ფერაძეს ვესაუბრეთ.

11125

თბილისის მერია: „მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ  „პანორამა თბილისის“ აშენების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადი კიდევ უფრო გაიჭედებოდა ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში ჩვენ გავაბათილეთ და თებერვლის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ  მერია უკვე მზად არის და პროექტირება გამოცხადდება ალტერნატიული გზის. ალტერნატიული გზა იქნენა ორთაჭალიდან შინდისამდე, ეს არის ოთხნახევარკილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომლის აშენებასაც მერია უზრუნველყოფს სანამ არ დასრულდება „თბილისი პანორამის“ პროექტი.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას კომენტარი აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შემდეგია: „მათ ვინც პროექტის განცხორციელების წინააღმდეგ აქციას მართავს მიჩნია,რომ არცერთ ტერიტორიაზე არაფერი არ უნდა აშენდეს. ჩემთვის კი, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია, მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება და ის, რომ ამ პროექტის განხორციელებას გრძელვადიანი თვალსაზრისით, მოჰყვებიან ისეთი ტურისტები, რომლებიც მაღალგადამხდელუნარიანები იქნებიან შესაბამისად, ეს დამატებითი შემოსავალი იქნება კომპანიებისათვის. „თბილისი პანორამა“  ქალაქისთვის და სოციალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პროექტია.“

10998291_929422830422327_1632392649_o

ნატა ფერაძე, პარტიზანი მებაღეების წევრი: „პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 30 დეკემბერს გაიმართა განხილვა. „თბილისი პანორამა“ ინვესტიციის სიდიდითა და ფინანსურად მეტროს აშენების ტოლფასია, რაც ნიშნავს იმას რომ იგი უდიდეს გავლენას იქონიებს დედაქალაქში მცხოვრებლებზე. ჩვენ მოვითხოვეთ, ამ განხილივის ერთი თვით გადადება, ესეც არ იყო საკმარისი დრო, რათა ჩატარებულიყო ფართო განხილვა . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაგვიჭირონ ევროპული ძეგლთა დაცვის კომისიებმაც. ჩვენი მკაფიო პოზიცია  ვუთხრათ არა  – „თბილისი პანორამას“, რადგან მისი მშენებლობა გამოიწვევს თბილისის ძველი უბნების დაზიანებას. მთავარი მოთხოვნა არის ის,რომ შეუნარჩუნდეს თბილისის ძველ უბნებს ავთენტურობა.

არ ვარ წინააღმდეგი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს, რაიმეს ხარჯზე ან საზიანოდ. და სწორედ ასეთი დიდი ინვესტიციის ამ ხერხით და ამ გზით აშენება გამოიწვევს დედაქალაქის განადგურებას.

მიღებული პრაქტიკაა ის,რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალი მთავრობა დედაქალაქში ამატებს ახალ უბნებს, ცენტრებს , ახლა კი პირიქით ხდება სამწუხაროდ, ძველი უბნების მოტაცების ხარჯზე შენდება „თბილისი პანორამა“, რაც არცერთმა თბილისელმა არ უნდა დავუშვათ. სწორედ ამიტომ ,  შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობა „ერთად“, სადაც გაერთიანებულია 13 ორგანიზაცია და ყველა მათგანის საერთო მიზანი არის ის, რომ  დავიცვათ დღეს საქართველოში არსებული ბევრი პრობლემური ობიექტი.  საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან მიმდინარეობს ამ ეტაპზე მოლაპარაკებები, მათ ჩვენ წარვუდგინეთ საჭირო დოკუმენტაცია გარემოსდაცვით საკითხებში, ისინი გადახედავენ და შესაძლოა, რომ იურისტებისათვის 2015 წლის პრიორიტეტული საქმე სწორედ გარემოსდაცვით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა გახდეს.“

11007627_929422817088995_1254839216_n

ირაკლი ქარსელაძე, „ოლდ სითი დეველოპმენტის” პროექტების მართვის დირექტორი: „თავდაპირველად პროექტის დაანონსების პროცესში, მოხდა მიწების და უძრავი ქონების გამოსყიდვა ბიძინა ივანიშვილისგან, ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ პროექტების ნაწილი ხორციელდება ერეკლეს მოედანზე, სადაც მიწების და უძრავი ქონების ნაწილი ეკუთვნის სწორედ მას. ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის მთავარი და ძირითადი ინვესტორია. ამ შემთხვევაში ინვესტორი, რომელიც ფლობდა მიწებს და ინვესტორი, რომელიც ახორციელებს „თბილისი პანორამას“ პროექტს ერთი და იგივე პირია. ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია. ამასთან ერთად ჩვეულებრივი ინვესტიციაა, რადგან ეს არის ის მიწის ნაკვეთები, რომელიც დროთა განმავლობაში, ძველი დროიდან იქნა შესყიდული სხვადასხვა იურიდიული პირის მიერ და ახლა ხდება მისი კონსოლიდაცია პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მიერ.

პროექტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი რამ იგეგმება. მაგალითად: თავისუფლების მოედანის გეგმარება, მისი ტექნოლოგიური მოწყობა, სივრცეების განაწილება. ამ ყველაფრისთვის დახელოვნებული ინგლისელი ექსპერტი გვყავს დაქირავებული.

პანორამა თბილისის პირველადი კონცეფციით ერეკლეს მოედანი, თავისუფლების მოედანი და სოლოლაკის ბაღები ერთმანეთს საბაგიეროებით უნდა დაკავშირებოდა. ეს კონცეფცია შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბაგიეროებით მხოლოდ თავისუფლების მოედანის კომპლექსი დაუკავშირდებოდა სოლოლაკის ბაღებს.

ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, პროექტის ფარგლებში 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.  ამასთანავე იგი თბილისისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, იგი მიზნად ისახავს შეიქმნას, როგორც სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ისე საზოგადოებრივი სივრცეები, როგორიც არის საკონფერენციო დარბაზები და ა.შ.  ვგეგმავთ, რომ განსაკუთრებით დიდი ტევადობის საკონფერენციო დარბაზი განთავსდება სოლოლაკის მაღლობის კომპლექსში. აქვე გვაქვს გათვალისწინებული სხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო დანიშნულების სივრცეების განთავსება, ვგულისხმობთ პლანეტარიუმს, აკვარიუმს, გამაჯანსაღებელ და სპორტულ ინფრასტრუქტურას. საქართველოს ყველა მოქალაქეს უცხოელ სტუმრებთან ერთად  ექნება საშუალება ხელმისაწვდომ ფასებში ისარგებლობს ამ შემოთავაზებებით.“

11002912_929422823755661_172023198_o

ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი: “თბილისის ძირითადი ფასეულობა მისი ბუნებრივი ლანდშაფტისა და განაშენიანების ურთიერთმიმართებაა. ის ადგილი, სოლოლაკის ქედი, სადაც ეგრეთ წოდებული „პანორამის“ აშენებას აპირებენ, მდებარეობს თბილისის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს, მთაწმინდასა და ქალაქის ბირთვის შემომსაზღვრელ თაბორის მთას შორის. ასეთ ფასეულობასთან დამოკიდებულება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თბილისელთათვის. მასთან ყოველი შეხება უკიდურეს სიფრთხილეს, ქალაქის ფასეულობათა მთელი სიგრძე-სიგანით გაცნობიერებას მოითხოვს. საკრებულოს განხილვაზე წარმოდგენილი “რენდერები” (ამას სხვას ვერაფერს დაარქმევ, ეს არც პროექტია და არც იდეა) ზემოთ ნახსენები სიფრთხილისა და ცნობიერების ნიშნებსაც კი არ შეიცავენ. უზარმაზარი “კორპუსი“, რომელიც ლეღვთა ხევიდან შეიძლება ამოიზარდოს, ამ თხემს სიმაღლით ასცდეს და ხიდით დაუკავშირდეს ასევე უზარმაზარ დატერასებულ შენობას, დაარღვევს სივრცით მიმართებათა სრულიად ელემენტარულ, ქალაქთმშენებლობის ანბანურ კანონებს.

თავად დატერასებული შენობა ფაქტობრივად ნაგებობად აქცევს სოლოლაკის ქედის ნაწილს. ამით იგი არსებითად შეცვლის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ, კულტურულ ლანშდაფტს. ეს იქნება „სივრცული ძალადობა“ თბილისის მიმართ.

ქალაქი სიღატაკეშია ჩაფლული. მოქალაქეებს სახლები თავზე ენგრევათ. ჩვენი საარსებო გარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია – ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის დონე ყოველგვარ ნორმებს აჭარბებს, ქალაქს არ აქვს რამდენადმე მაინც გამართული გამწმენდი ნაგებობები, სასმელი წყლისა და კანალიზაციის, ნაგვის გადამუშავების თანამედროვე სისტემები. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალაქის ხელისუფლება ბოლო განცხადებებით ,მწვანე შუქს უნთებს 900-მილიონიან  სამშენებლო განზრახვას, რომელიც ძალიან ცოტა, ძალიან მდიდარი ადამიანის გასართობადაა გამიზნული და ამით მოქალაქეებისადმი მისი ინიციატორის ცინიკურ დამოკიდებულებას ასახიერებს.

ის, რომ ამ მშენებლობაზე ათასობით ადამიანი დასაქმდება, არ შეიძლება იყოს არგუმენტი მის სასარგებლოდ, რადგან ხალხის დასაქმება ბევრ ბოროტ საქმეშიც შეიძლება. საარსებო გარემოს გადაგვარებისკენ მიმართული საქმიანობისთვის გასამრჯელოს გადახდა ვერ გაამართლებს ამ დასაქმებას. ეს აუნაზღაურებელ ზარალს მოუტანს ადამიანებს და მათ შთამომავლობას.”

 მასალა მოამზადა ნათია კეკენაძემ

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 
ახალი ამბები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

2022/08/16
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  
ახალი ამბები

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

2022/08/16
ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 
ახალი ამბები

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
Next Post
ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ტურისტებს თბილისის მონახულებას ურჩევს

ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ტურისტებს თბილისის მონახულებას ურჩევს

ფილმმა “მანდარინები” ოსკარი ვერ მიიღო

ფილმმა "მანდარინები" ოსკარი ვერ მიიღო

ზაზა ურუშაძე: “ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები – იყო “მანდარინები”

ზაზა ურუშაძე: "ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები – იყო "მანდარინები"

Discussion about this post

ახალი ამბები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 
ახალი ამბები

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

2022/08/16
0

საქართველოში საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა. როგორც ჩანს, მასზე ინფლაციის ზრდის ტემპის შენელება აისახა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი...

სრულად
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

2022/08/16
ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2022/08/15
ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

2022/08/15
ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13

საინტერესო

“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

„ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად გამოიყენა“ – ხათუნა სამნიძე

6 წელი ago
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი Meta-ს შეუერთდა 

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი Meta-ს შეუერთდა 

6 თვის ago
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

„ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა

5 წელი ago
რუხში მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს

რუხში მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს

7 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა  2022/08/16
  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს   2022/08/16
  • ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო  2022/08/15

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In