ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, მთავრობა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სხვა დონორებისგან სესხის აღებას განიხილავს.
ხადურის ინფორმაციით, ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრები ექნებათ მას, ეროვნული ბანკის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.
„ეს არის სამუშაო შეხვედრები, სადაც განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს. სავალუტო ფონდიდან სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლება ყოფილიყო კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სესხი სხვა დონორებისგან აგვეღო“, – განაცხადა ხადურმა.
თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდს მთავრობა ძირითადად ბიუჯეტის დეფიციტს უთანხმებს.
„სავალუტო ფონდიდან სესხის აღებაზე არც არაფერი მითქვამს. საუბარია სხვა ინსტიტუტებიდან სესხის აღებაზე. ჩვენ მათ ბიუჯეტის დეფიციტს ვუთანხმებთ ხოლმე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.