ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გენადი კერნესი იტყობინება.
გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე დროშებს დაუშვებენ. ამას გარდა, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე კი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა სულებს.
გუშინ “ერთიანობის მარშის” მსვლელობისას მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. აფეთქების შემდეგ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, შედეგად დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი. ამოღებულია იარაღიც.