“საგამომცემლო სახლმა ქართულმა ელიტამ” გასული წლის 28 დეკემბერს “ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – “ივერიის” ლაურიატები გამოავლინა. აღნიშნული პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
მანამდე კი პროექტი მეტად საინტერესოდ მიმდინარეობდა – საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა ყოველთვე. პროექტის მრავალწახნაგოვანმა იდეამ და შინაარსიმა ძალზედ დიდი ინტერესი მგამოიწვია მონაწილეებში, მათ შორის მსმენელშიც, რომელიც, საბედნიეროდ, პროექტს არ აკლდა მთელი წლის მანძილზე, მინიმუმ 150 ადამიანი ესწრებოდა ყოველ ღონისძიებას. ყოველ ჯერზე მონაწილეობდა ერთი ე.წ. შშმ პირი ანუ იგივე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ერთი მსჯავრდებული, რომლის შემოქმედებაც მუდმივად იკითხებოდა ღონისძიებებზე და ხალხში უდიდეს აღფრთოვანება-მოწონებას იმსახურებდა და ერთი სასულიერო პირი – სხვა დანარჩენ ოთხ პოეტ-მწერალთან ერთად, – თვეში სულ შვიდი მონაწილე იყო. ასევე მონაწილებდა ერთი ხატმწერი, ერთი მხატვარი, ერთიც ფოტოხელოვანი, რომელთა ნამუშევრების გამოფენები ეწყობოდა – შვიდ-შვიდი საუკეთესო შემოქმედების გამოფენა ხდებოდა. გასული ერთი წლის მანძილზე სულ 96 პოეტი პოეტ-მწერალი მონაწილეობა, და თორმეტ-თორმეტი ხატმწერი, მხატვარი და ფოტოხელოვანი.
წინა წლის პროექტის წარმატებულად დასამთავრებლად ჟიური ბოლო პერიოდში შეირჩა, რადგან მათი ვინაობა არ გახმაურებულიყო და სრულად დაცული ყოფილიყო კონფიდენციალობა – საავტორო და სხვა მნიშვნელოვანი უფლება-დეტალები, რასაც პიროვნული მიდგომა უნდა გამოერიცხა თავიდანვე და საზოგადოებაში და მონაწილეებშიც ეჭვის დონეზეც კი არ უნდა ყოფილიყო რაიმე გაურკვეველი ან მიუღებელი. ასე რომ, არ არსებობდა, თავიდანვე გამოირიცხა რომელიმე ავტორის მიმართ სიმპათია ან – პირიქით… პრემიის მონაწილე კონკურსანტთა შემოქმედება ხუთკაციან ჟიურის დანომრილი გადაეცა, ავტორთა სახელების და გვარების გარეშე. შესაბამისად, არც ჟიურის ჰქონია პრეტენზია და არც მონაწილეთაგანს რომელიმეს, რომ პროექტში, რომელიმე გამარჯვებულის მიმართ ჟიურიმ გარკვეული პირადული მიდგომა გამოიყენა და ამიტომ მიანიჭა უპირატესობა რომელიმე ნომინანტს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჟიურის წევრებმა ერთმანეთის შესახებაც კი არ იცოდნენ – თუ ვინ იყვნენ ამ დიდად საპატიო მისიის წევრები, ისინი მხოლოდ ორი დღით ადრე, 2014 წლის 26 დეკემბერს შეიკრიბნენ გამომცემლობაში (“საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა”) და მხოლოდ მაშინ გახდნენ ცნობილნი ერთმანეთისთვის.
ჟიური: ნათელა ჯანტიშვილი – ლიტერატურის კრიტიკოსი, პროფესორი, ნანა ხურითი – მსახიობი, ვანო პავლიაშვილი – ჟურნალისტი, რედაქტორი, ლაშა გოგნიაშვილი – რეჟისორი და ეთერ მდინარაძე – ჟურნალისტი. ყოველი მთგანი კარგი ლიტერატორია, ლიტარატურის კარგი მცოდნე, შემფასებელ-დამფასებელი და საკუთარი საქმის მაღალი დონის პროფესიონალი.
მაშ ასე, 2014 წლის ნომინაციები ასე გადანაწილდა: წლის პოეტი – ლევან ფანჩვიძე, უფლის სადიდებელი ლექსი – მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშილი); პატრიოტული მოტივის ლექსი – ჯუბა ღებელი; საქართველოს ისტორიული წარსული – ვახტანგ გურული, არაორდინალური ლექსი – მერაბ არაბული, წლის პოეზიის მეფე -ჯანსუღ ჩარკვიანი, წლის პოეზიის დედოფალი – თინათინ მღვდლიაშვილი, საუკეთესო მიძღვნა – ნინო ტარყაშვილი, ლექსი სიყვარულზე – თენგო ხუციშვილი, შემოქმედება მიღმა სამყაროდან – მსჯავრდებულის შემოქმედება – ირაკლი რევა, განსაკუთრებული შემოქმედება – განსაკუთრებული ადამიანის – ლადო კახაძე, წლის საუკეთესო პროზა – მაკა ნათელაური, ქართული ელიტის წლის პოეტები: მერაბ დეკანოსიძე, მერი აბრამია, მაყვალა გონაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ანა ლორთქიფანიძე, დეკანოზი ბენიამინ ჩიხორლიშვილი, გიორგი მარღიშვილი, შალვა სირბილაშვილი და ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის ხელოვნების სასახლის შენებისთვის ნათელა პაპუნაშვილი.
ბ.ს.
2015 წლიდან პროექტში პატარა ცვლილება შევიდა – მისი უწმინდესობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ლოცვა-კურთხევის შესრულება განიზრახა პროექტმა – ხის ნერგების დარგვა, ყოველი მონაწილე თითო ან მეტ ხეს დარგავს და საბოლოოდ კი გაშენდება ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის პატარა ბაღები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.