“დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას,” – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
“დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მჯერა, რომ მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს მიწა-წყალს და გავამთლიანებთ საქართველოს”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქართველ იუნკერთა გმირობა სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია.
„ქედს ვიხრი ქართველი იუნკერების ხსოვნის წინაშე, რომელთაც თავი გასწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და გმირულად დაეცნენ. მათ მოგვცეს მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის და თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში“, – განაცხადა პრემიერმა.
იუნკერთა ხსოვნის დღე თბილისში, საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ–მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები და იუნკერთა შთამომავლები დაესწრნენ.