კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს მინისტრი და მისი მოაგილე ბრიუსელში საქრთველოს საელჩოში ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს შეხვდნენ. მიხეილ გიორგაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრს ევროკავშირთან საქრთველოს მისიის ხელმძღვანელმა და ბელგიაში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ უმასპინძლა. მიხეილ გიორგაძის ბელგიაში ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის პროგრამაში “Creative Europe“ ( „შემოქმედებითი ევროპა“). 24 თებერვალს, ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ( თბილისის დროით 19:00), მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში – ტობას ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა – “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდება. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება.