საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“, რომელიც მიიჩნევს, რომ შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი არასათანადოა და აზიანებს კონკურენტ კომპანიას.
კომუნიკაციების კომიისიის ინფორმაციით, ამავე განცხადებაში „მაგთიკომი“ ითხოვს, რომ კომისიამ განიხილოს აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ განცხადება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და საკითხის არსებითი განხილვის სხდომა 2015 წლის 12 მარტს 15:00 საათზე ჩანიშნა. სხდომა საჯაროა.