საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი ანგარიშით 26:13 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველი მორაგბეები “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” პირველ ადგილზე იმყოფებიან.
ქართველთაგან საჯარიმოები და გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, ხოლო ლელოები ზურაბ ჟვანიამ და დავით კაჭარავამ დადეს. შემდეგ შეხვედრას 14 მარტს საქართველო თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.