თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სასწრაფო დახმარების ექიმებს, აფთიაქის თანამშრომლებს, ახალშობილთა დედებს, მეეზოვე და მეტროპოლიტენის თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა. როგორც “თბილისი თაიმსს” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე თითოეულ მათგანს ადგილზე პირადად ეწვია და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ალიბეგაშვილმა გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის ყველა დედას მადლობა გადაუხადა და მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდა უსურვა. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე ფონდ ,,იავნანას” მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრება.