თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.
„მე ვახანგრძლივებ საგანგებო სიტუაციის რეჟიმს, რომელიც გათვალისწინებულია №13660 ბრძანებულებით“ – ნათქვამია ობამას განცხადებაში. პრეზიდენტი თვლის, რომ აშშ-ის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტისათვის საფრთხეები კვლავ არსებობს. „საფრთხეს წარმაოდგენს პოლიტიკა და ადამიანები, რომლებიც უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ძირს უთხრიან, მათ ხელთ არსებულს საშუალებებს არამართებულად იყენებენ, ემუქრებიან მშვიდობას და უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
საუბარია სანქციებზე, რომლებიც ვაშინგტონმა მოსკოვს შარშან დაუწეს.