„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” კომპანიამ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეთაურებს სამომავლო საქმიანობის გეგმა გააცნო. შეხვედრაზე ამ მხრივ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოიკვეთა, კვების პროცესის სწორი მართვა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კვების პროცესის კონტროლი.
„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია პერსონალის გადამზადებას გეგმავს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
2015 წლის 15 თებერვლიდან ქართულ ჯარს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია ემსახურება, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.