ასევე, პრეზიდენტმა 188 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 7 არასრულწლოვანია. შეწყალებული პატიმრებიდან 130 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა უვადოპატიმრობა მისჯილი ქალბატონების გათავისუფლების კონკრეტული ვადა განსაზღვრა. მისივე თქმით, მათი ძირითადი ნაწილი ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
ქორიძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უწოდა.
„პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების 2 აქტს და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მომსწრენი ვართ. ერთის მხრივ, ერთი აქტით პრეზიდენტმა უვადოპატიმრობა მისჯილი 3 ქალბატონი შეიწყალა და მათი პატიმრობა 20 წლით განსაზღვრა. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 188 მსჯავრდებული, მათგან 130 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის ჰუმანური განვითარებისთვის“, – განაცხადა ქორიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ქალბატონები დედის დღესთან დაკავშირებითაც შეიწყალა.