საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს. პატრულის თანამშრომლებმა ქალებს თაიგულები მიართვეს.
შსს-ს ინფორმაციით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.