საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ბანკმა განაცხადა, სწრაფი ფულადი გზავნილების ახალი სისტემის „ინტელექსპრესის“ დანერგვის შესახებ.
როგორც “თბილისი თაიმსს” ბანკიდან აცნობეს, „ინტელექსპრესის“ სისტემით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 32 ქვეყანაში გააგზავნოს/მიიღოს გზავნილი. გზავნილის გაგზავნა/მიღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის სერვისცენტრში, გზავნილის ვალუტა შეიძლება იყოს როგორც ლარი, ისე აშშ დოლარი და ევრო.
მათივე ინფორმაციით, 16 მარტამდე, საქართველოს ბანკი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს „ინტელექსპრესის“ სისტემით სწრაფი ფულადი გზავნილები გააგზავნოს საკომისიოს გადახდის გარეშე.
საქართველოს ბანკში, ანგარიშის გახსნის გარეშე შესაძლებელია თანხის გაგზავნა/მიღება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.