ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქის ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების მიღებასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის და კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მარგიშვილი მეწარმეთა ხელშეწყობის ცენტრის დირექტორად დაინიშნა ისე, რომ საზოგადოების შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.
აბესაძემ ასევე ისაუბრა რევაზ ჩახავას შესახებ, რომელმაც, მისი თქმით, ადმინისტრაციის უფროსობიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაინაცვლა.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თბილისის ვიცემერის თანამდებობად ნინა ხატისკაცი დატოვებს და მას ირაკლი ლექვინაძე ჩაანაცვლებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაშიც მიიჩნევენ, რომ მერიაში ნეპოტიზმის ფაქტებს აქვს ადგილი. “სრული აჯაფსანდალია დედაქალაქის მერიაში”- განაცხადა ზაზა ვეკუამ.