საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ მკითხველს ინტენსიურად სთავაზობს გამოკითხვას ამა თუ, იმ საინტერესო საკითხზე. გამოკითხვა მიზნად ისახავს მოსახლეობის აზრის გაგებას სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე.
კითხვაზე თუ “რომელი კომპანიის საწვავით სარგებლობთ“? ჩამონათვალში სასურველ ვარიანტებად იყო წარმოდგენილი შემდეგი კომპანიები: „რომპეტროლი“, „ვისოლი“, გალფი“, „ლუკოილი“, „სოკარი“, სხვა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 305–მა ადამიანმა.
გამოკითხვაში წამყვან პოზიციას იკავებს „რომპეტროლი“ – 29%–ით (88 ხმა). რომპეტროლ NV წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამკვიდრებულ ნავთობ კომპანიას რუმინეთში. მისი მთათავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 13 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა . რომპეტროლ ჯგუფის წევრი შპს ”რომპეტროლ საქართველო” 2005 წელს დაფუძნდა. როგორც გამოკითხვიდან ჩანს ის 10 წლის განმავლობაში ერთგულად ინარჩუნებს მომხმარებლებს.
მეორე პოზიციას იკავებს კომპანია „ვისოლი“ – 22%–ით (68 ხმა). ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში. მან თითქმის ყველა სფერო მოიცვა, ენერგეტიკული, სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესსაც კი ანვითარებს. ის „რომპეტროლზე“ გაცილებით ადრე დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე, თუმცა პირველი პოზიცია მაინც „რომპეტროლმა“ დაიკავა.
მესამე ადგილზე კომპანია „გალფი“ გავიდა – 17%–ით (51 ხმა). გალფი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა, დღეს კი დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. Gulf Georgia 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. როგორც ვხედავთ მისი საკმაოდ ბევრი ობიექტით არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში.
მეოთხე პოზიციაზე საწვავის კომპანია „ლუკოილია“ – 15%–ით (46 ხმა). საქართველოში შპს. “ლუკოილ-ჯორჯია” 2002 წლის მარტში ამოქმედდა. „ლუკოილის“ საწვავი საქართველოს ბულგარეთის თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან მოეწოდება. გარდა საწვავისა, ლუკოილ-ჯორჯია ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს.
შემდეგ, მეხუთე პოზიციაზე გამოკითხვის შედეგებით სხვა ნავთობკომპანიები იკავებენ –10%–ით (29 ხმა). საქართველოში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნავთობკმპანიებისა, კიდევ მრავალი კომპანია არსებობს. ისინი ერთამანეთისგან განსხვავდება საწვავის ფასით, ხარისხით, მომსახურების დონით და კიდევ სხვა კომპონენტებით. რა თქმა უნდა, მათაც ყავთ საკუთარი მომხმარებლები.
გამოკითხვაში მეექვსე პოზიციას კი “სოკარი“ იკავებს – 7%–ით (23 ხმა). “სოკარ ენერჯი ჯორჯია” 2006 წელს დაფუძნდა. დღეს საქართველოში „სოკარის“ 113 სადგური ფუნქციონირებს. “სოკარი” საქართველოში საწვავის იმპორტიორ კომპანიათა შორის უმსხვილეს გადამხდელს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ „სოკარს“ არაერთი წარმატება აქვს ქართულ ბაზარზე, დღეს ის ჩვენს გამოკითხვაში ბოლო ადგილს იკავებს.
საქართველოში ლარის გაუფასურების ტენდენციები შეინიშნება. ნავთობკომპანიებს ამის გამო საწვავის ფასის რეგულირება უჭირთ. ფასის მატებას შესაძლოა ყოველდღე ველოდოთ. ამ ყველაფრის მუიხედავად ჩვენი ქუჩები ავტომობილების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. სანამ იქნება საწვავი, იქნება ავტომობილი და პირიქით სანამ იქნება ავტომობილი, იქნება საწვავი. ნავთობკომპნიებს სადარდებელი არაფერი აქვთ, ყველა მათგანს აუცილებლად ეყოლება მომხმარებელი, თუმცა რა თქმა უნდა, განსხვავებული რაოდენობით.
ანო მუქათარიძე