დღეს ალბათ ვერავის წარმოუდგენია, საქართველო პოლიტიკის და პოლიტიკა საქართველოს გარეშე. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ინტერესებს ღრმად აქვს ფესვები გადგმული და მათი ამოძირკვა ძალიან ძნელია. საქართველოს თითოეული მოქალაქე დაინტერესებულია პოლიტიკით. რატომ ხდება ასე? კარგად დავფიქრდეთ და მივხვდებით, ეს ასე იმიტომ ხდება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ორიენტირებულია საარსებო მინიმუმის მოზიდვაზე, მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გაზრდაზე… ეს ყველაფერი კი, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად მიიღწევა. ხშირად გაგვიგია, რომ ამერიკასა და მის მსგავს ქვეყნებში საერთოდ არ ინტერესდებიან პოლიტიკით. ეს იმიტომ, რომ მათი ფინანსური ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია, მათ შეუძლიათ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ისინი პოლიტიკურად განვითარებული სახლმწიფოს შვილები არიან. პოლიტიკური პროცესების განვითარებაში კი, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის ეკონომიკური სტაბილურობა, როგორია დღეს ეკონომიკური პოლიტიკა, როგორია ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ექსპერტი ირაკლი ზარქუა ესაუბრა.
რა როლს თამაშობს სახელმწიფოს განვითარებაში ეკონომიკური სტაბილურობა და რა შეიძლება დაედოს საფუძვლად ეკონომიკის ზრდას, როგორია დღეს ეკონომიკური პოლიტიკა?
– ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა ეკონომიკური სტაბილურობა. უფრო მეტიც, პოლიტიკრი სტაბილურობა გამომდინარეობს ეკონომიკური სტაბილურობიდან. თუ ქვეყნის მოსახლეობა უზრუნველყოფილია არსებობისათვის საჭირო მინიმალური შემოსავლით, ეს უკვე ქმნის გარკვეულ საფუძვეელს პოლიტიკური ცხოვრების განსავითარებლად. საბოლოო ჯამში ჩვენ მიზანი – ევროპულ ოჯახში ღირსეულად შესვლა, ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღწევადია. რაც შეეხება საქართველოს, აუცილებელია რეალური სიტუაცია აღვწეოთ. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ მინიმალური საყოფაცხოვრებო მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაგან, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს იცხოვრონ პოლიტიკის გარეშე. დღეს ნებისმიერი ადამიანი, რომ გააჩერო ქუჩაში ყველა მათგანი ჩართული იქნება პოლიტიკურ პერიპეტიებში. ამერიკაში ჩატარდა მსგავსი კვლევა, 100 გამოკითხულიდან ნახევარზე მეტმა არ იცოდა ვინ იყო ამა თუ, იმ სამინისტროს ხელმძღვანელი. იქ პოლიტიკა არჩევნების დღეს ახსენდებათ, მიდიან იხდიან საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს და მორჩა. პოლიტიკით ასეთი დაინტერესება მხოლოდ საქართველოში და საქართველოს მსგავს ქვეყნებში ხდება. რაც შეეხება ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმი ჯერ კიდევ შორს არის იდეალური გაანგარიშებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ლარი რყევას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების პრობლემებია, ვფიქრობ ქვეყანა მაინც სწორი მიმართულებით მიდის. ამაზე მეტყველებს თუნდაც სახელმწიფოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინეს 1 272 000 000 ლარი. დაახლოებით იგივე რაოდენობის ინვესტიცია იყო 2013 წელსაც მოზიდული. აზრი იმის შესახებ, რომ უცხოური ინვესტიცია აღარ შემოდის ქვეყანაში, უტრირებულია. ასევე იყო საუბარი, ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებაზე, ამაზე მეც გავაკეთე განცხადება და აღვნიშნე, რომ გარკვეული შემცირებები იყო. 2015 წლის თებერვალ–იანვრის მონაცემებით დაახლოებით 600 000 ადამინზე მეტი ტურისტი დაფიქსირდა. გაზრდილია ევრო ზონიდან შემომსვლელების რაოდენობაც. უცხოური ინვესტიციები ძირითადად სამი მამართულებით ჩაიდო: ეს არის მშენებლობის სფერო, კომუნიკაცია და შესამაბისი ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი. ბუნებრივია ეს საკუთარ სიტყვას იტყვის, მაგრამ ამას გარკვეული დრო დაჭირდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, უნდა გავთვალოთ რა მოყვება თითოეულ ინიციატივას.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით “მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, უცხოეთში ინვესტიციების მოსაზიდად არიან წასულები, როგორ ფიქრობთ ეს არის ერთადრერთი გამოსავალი? რამდენად მალე მოუტანს შედეგს ეს ჩვენს ქვეყანას?
– მოკლევადიან პერიოდში შეიძლება მოხდეს ამა თუ, იმ პროცესის ფორსირება. ეროვნული ბანკი ლართან მიმართებაში მიხვდა, რომ დროულად უნდა ჩართულიყო პრობლემის მოგვარებაში. შესაბამისად ნელ-ნელა ხდება ლარის კურსის დასტაბილურება. მე პირდაპირ ვადანაშაულებ ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ ქვეყანაში ასე ნახტომისებურად მოხდა ლარის რყევა. ის, რომ ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში დევალვაცია განიცადა, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიო პრობლემა იყო. ყველა ქვეყანაში დროულად ჩაერთო ეროვნული ბანკი და მოახდინა ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, უნდა მოხდეს უცხოური ინვესტიციების გაზრდა. ამისათვის უნდა შეიქმნას გარემო პირობები. ჩვენთან ახლა არ ატერორებენ ბიზნესმენებს, პრინციპში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაც უკვე მოქმედებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ხარვეზებიც. იგივე ოლგოპოლიები: ფარმაცევტულ სექტორში, ასევე სანავთობო სექტორშიც და ა.შ. დღეს არავის აქვს განცდა, რომ თუ ბიზნეს დაიწყებს, მას ვიღაც დაატერორებს. ამასთან ერთად ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი პროდუქციის ევრო სივრცეში გატანის რატიფიცირება. ეს გრძელვადიანი პერპექტივაა, უცხოურ ბაზარზე ბრენდი, რომ ბრენდად დაფიქსირდეს საჭიროა უფრო მეტი ინვესტიცია. ევრო ბაზარზე გასასვლელად მომზადებისათვის აუცილებელია ჩვენ ვესაუბროთ ჩვენ მეზობლებს: სომხეთსა და აზერბაიჯანს. კარგი იქნება თუ ისინი აქ დააბანდებენ ინცესტიციებს, ააშენებენ ქარხნებს, დაასაქმებენ ადგილობრივ მუშახელს… ეკონომიკის სამინისტროს ამ პროცესების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის. აუცილებელია ეკონომიკის სამინისტრომ მოახდინოს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა. რა გვაქვს? რას ფლობს სახელმწიფო? სწორად განსაზღვროს აქედან რა ჭირდება და რა არა. სახელმწიფოს ერთ რჩევას მივცემ, ჩვენთან, ქობულეთში გადმოსახლებულია კიევის ყოფილი მერი – ლეონიდ ჩერნოვეცკი, სახელწიფოს შეუძლია მისი კონტაქტები გამოიყენოს. ის არის მილაიარდელი, ქველმოქმედი… საკმაოდ კარგად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. მას ჰყავს უამრავი ბიზნეს პარტნიორი როგორც უკრაინაში, ასევე მთელ ევროპაში და რუსეთშიც.
თუ პეტრო პოროშენკოს შეუძლია ჩვენი ძებნილი პოლიტიკოსები დაასაქმოს საკუთარ ქვეყანაში, ჩვენც შეგვიძლია კიევის ყოფილი მერი გამოვიყენოთ, ვთხოვოთ, რომ ინვესტიციები მოიზიდოს, ეკონომიკა გააძლიეროს. რატომ არ მიმართავს ამ ხერხს ჩვენი ხელისუფლება, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ ხომ მას ხელისუფლებაში არ ვეპატიჟებით, შეიძლება მასზე იყოს „შეკერილი“ საქმეები, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება, ის აკეთებს ქართულ საქმეს. შევხვდეთ, გავესაუბროთ ამ ადამიანს. იქნებ მას უფრო მეტი რესურსი გააჩნია ჩვენი ეკონომიკის გასავითარებლად. შევუქმნათ გარანტია, რომ მას და მის მეგობრებს არავინ წაართმევს დაწყებულ ბიზნესს. ჩემი აზრით, ქვეყანამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ისწავლოს სწორი პოლიტიკის გატარება. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს მხოლოდ აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან გაკეთებული განცხადებებით. ჩვენ სწორად უნდა დავალაგოთ ჩვენი ინტერესები და შემდეგ ამ ინტერესებზე ავაგოთ ქვეყნის ეკონომიკა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის შედეგს.
რაზეა დამოკდიებული ეკონომიკური გუნდის სიძლიერე და რამდენად შეინიშნებიან ასეთი ადამიანები დღეშ ჩვენს მთავრობაში?
– ზოგადად დღევანდელი ხელისუფლება პროსფესიონალების დეფიციტს განიცდის. ეს შეინიშნება ეკონომიკურ გუნდშიც. ის რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხდა, სწორი ანალიზის შედეგად შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა. პროფესიონალების მეტი რაოდენობით ყოფნა არ აწყენდა ამ მთავრობას, როგორც ნებისმიერ სხვას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომ არაპროფესიონალიზმში დავადანაშაულოთ ეს სწორი არ იქნება. თუმცა ხომ გაგიგიათ „ ორი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.“ საბოლოო ჯამში საქმე გავქვს ან არაპროფსიონალიზმთან ან გულგრილ დამოკიდებულებასთან. მე მაინც მგონია, რომ სამინისტროს პირველი პირების მხრიდან მკაცრი დამოკიდებულება არ აწყენდა მათ თანამშრომლებს. ყველანი შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი, ჩვენ ქვეყენაში კი ქაოსი შეიმჩნევა.
მოიაზრებთ თუ არა ვინმე კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ახლა მთავრობაში არ არის თუმცა ძალაუფლების ქონის შემთხვევაში ის შეძლებს არსებული სიტუაციის ოდნავ შემსუბუქებას?
– საქართველოს სჭირდება ახალი სისხლი, ახალი თაობა ეკონომისტების, იურისტების, დიპლომატების, პოლიტიკოსების… ამ მიმართულებით მაქვს ასეთი იდეა, მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი მსმენია უტა ივანიშვილზე. ის საზღვარგარეთ ცხოვრობს, იქ მიიღო განათლება და რამდენადაც ვიცი ეხმარება ჩვენს ახალგაზრდობას, ის საკუთარი საქმის პროფესიონალია. მე ვურჩევდი და ვთხოვდი, რომ უტა ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში ახალ აზალგაზრდულ მოძრაობას, რომელიც დაიძრება ევროპიდან, ამერიკიდან… მათ იქ განათლება მიიღეს, ახალი უნარ–ჩევები გამოიმუშავეს, თანამედროვე ტექნოლოგიები აითვისეს. ისინი მზად არიან ახალი ეკონომიკური, პოლიტიკური, მსოფლიო გამოწვევბისათვის. მე არ ვამბობ, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ მათ შეუძლიათ შექმნან გარკვეული გაერთიანება და სათავეში ჩაუდგნენ ეკონომიკურ ბლოკს. ჩვენ გვჭირდება ახალი სისხლი, ახალი უნარ–ჩვევები, ახალი განათლება, რომ მსოფლიო ეკონომიკის რელსებზე გადავიდეთ. დროა ადგილი დაეთმოს პროფსიონალიზმსა და ახალ ინოვაციურ იდეებს.
რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია „მეტი ქალი პოლიტიკაში“ აქციის მნაწილეები სხვდასხვა ორანიზაციები, ჩვეულებრივი მოქალაქები და პარლამენატრი ქალბატონები იყვნენ, ეთანხმებით თუ არა თქვენ ამ მოწოდებას და შეუძლიათ თუ არა ქალბატონებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფოს შექმნა?
– თანამედროვე მსოფლიო მიისწრაფის, რომ ქალები უფრო მეტად ჩართონ მსოფლიო პროცესებში. ჩემი აზრით, საქართველოში ასეთი აქციების გამართვა ცოტა უტრირებულია. ჩვენს პოლიტიკაში ისედაც არიან ქალები. საქართველოს ეს პრობლემა მაინდამაინც არ აწუხებს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ჯერ კიდევ XII საუკენეში თქვა შოთა რუსთაველმა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია.“ ქალბატონებს მივმართავდი, რომ თუ სატანადო კომპეტენცია ექნებათ, არავინ არ შეზღუდავს მათ. პირიქით ყველა მიესალმება, მათ შორის მეც, ქალის როლის გაძლიერებას. ძალადობა ყველგან ხდება, როგორც კაცების ასევე ქალების მიმართ. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ცუდია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. მე მივესალმები ქალებს პოლიტიკაშიც, სამზარეულოშიც, სამსახურშიც და ყველგან სადაც მათ საკუთარი ნიჭისა და ხედვების განვითარების საშუალება მიეცემათ.
ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები ინტელექტ–კლუბის – “რა? სად? როდის?” წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ შესთავაზეს „ქართუ–ოცნებაში“ გაერთიანება. კლუბის პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ კი გამორიცხა ინტელექტ–კლუბის რომელიმე წევრის პოლიტიკაში წასვა. ეს მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ დღეს ქართულ პოლიტიკას ინტელექტუალები აკლია?
– უკვე აღვნიშნე, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია ახალი სახეები, ყველა მთავრობაში არიან მეტ ნაკლებად კომპეტენტური მოხელეები. ჩვენი ვერც ერთი ხელიუფლება ვერ დაიკვეხნის, რომ მისი ყველა კადრი ინტელექტუალი იყო. ხელისუფლება და განსაკუთრებით უმრავლესობა უნდა იყოს კომპეტენტური, ინტელექტუალური და რაც მთავარია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ჩვენ გვსმენია ჭკვიანი ბოროტების შესახებაც. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კი ნიშნავს, ისე შექმნა ქვეყანაში კეთილდღეობა, რომ არ ავნო სხვას, შექმნა ეკონომიკური, ბიზნეს გარემო ისე, რომ არავისზე იძალადო. ამაზე ჯერდება თანამედოვე ევრპული ღირებულებები. პოლიტიკაში უნდა იყოს ჯანსაღი აზრების დისკუსია, კამათი, სწორედ კამათში იბადება ჭეშმარიტება. გადაჭრით, რომ ვთქვა ვინც ხელისუფლებაშია ყველა არაკომპეტეტნტურიათქო, ეს არასწორი იქნება, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტ პროფესიოანალს ამა თუ იმ თანამდებოობზაზე.
ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკაზე რას გვეტყვით, რა მინისუები და პლუსები იკვეთება ამ მიმართულებით?
– მე როგორც ერთი რიგითი ადამიანი ასე ვიტყოდი, ქართული მედია დაბალანსებული ჯერ კიდევ არ არის. ნებისმიერ მედიას, რომელიც მხოლოდ რეკლამებით არსებობს, გაუჭირდება ასე მუშაობა. ამიტომაა, რომ წამყვანი არხები ვიღაცის ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესების გამტარებელნი არიან. თუმცა აქ უნდა იყოს დაცული გარკვეული ეთიკური ნომები. არ უნდა ხდებოდეს მედიის საშუალებით სიცრუის ტირაჟირება. მედიამ არ უნდა მოახდინოს ამბების ინტერპრეტირება, მან რელურად უნდა აღწეროს და მიიტანოს მოსახლეობამდე ფაქტები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნელ–ნელა გამოსწორდება. მედია უნდა იყოს თავისუფალი და ეს დღეს მართლაც ასეა. თუმცა თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ შენ დეზინფორმაცია გაავრცელო. რაც შეეხება ამ ხელისუფლბის პიარზე მუშაობას, მათი გაკეთებული საქმის საზოგადოებამდე მიტანა არ ხდება. შეიძლება ესეც არის იმის მიზეზი, რომ ყველაფერი მუქ ფერებში აქვს აღქმული მოსახლეობას. სინამდვილეში ქვეყანაში რაღაცები კეთდება, მაგრამ ამის პროპაგანდა არ ხდება იმ დოზით, რა დოზითაც უნდა ხდებოდეს. წინა ხელისუფლება ამას კარგად ახერხებდა. ჯერ პროექტი დაწყებული არ იყო, რომ უკვე მთელი ქალაქი საუბრობდა. ყოფილა შემთხვევა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილს რამდენჯერმე გაუხსნია ერთი და იგივე შენობა. ხელისუფლება რასაც აკეთებს იმაზე ანგარიშგება უნდა მოახდინო საზოგადოების წინაშე. ახლა ერთი უკუდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავვარდით.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე