• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, მაისი 22, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კულტურა
“თავის დროზე მოსკოველ მოდილიანს მეძახდნენ” – ალეკო ბათაშვილი

“თავის დროზე მოსკოველ მოდილიანს მეძახდნენ” – ალეკო ბათაშვილი

2015/03/14
in კულტურა, მთავარი მოვლენები
2 0
1
SHARES
21
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ის ხატავს, ხატავდა და დახატავს ბევრს… ხატვა მისი ცხოვრების და ამ ქვეყნად მოსვლის აზრია… მას მოდილიანს ადარებენ და არც თუ ტყუილად, უბრალოდ გაიცანით ალეკო ბათაშვილი და დარწმუნდებით, რომ ქართველებსაც გვყავს ჩვენი მოდილიანი…

961595_1609099029324941_498091528_n

ბატონო ალეკო, ბავშობიდან იყავით  გატაცებული ხატვით და როდის დახატეთ პირველად?

 – ბავშვობიდან ყველა ხატავს, იმიტომ, რომ ოცნებებს რა დაულევს ადამიანს. ჩემი ოცნების გამოხატვის საშუალება ხატვა იყო, სერიოზულ ელფერს მაშინაც არ ვაძლევდი იმ გაგებით, რომ სილამაზეს და იდეას რაღაც ფორმით გამოვხატავდი, როგორც ასეთი, ბავშობიდან მეფიქრა, რომ  მხატვარი უნდა გავხდე მეთქი, ესეთი რამ არ ყოფილა.

 ხატვის გამო უარი თქვით უნივერსიტეტში სწავლაზე, რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

– ვსწავლობდი მედიცინის ერთ-ერთ ფაკულტეტზე. ამავდროულად მქონდა ხელოვან ხალხთან ურთიერთობა, მათ გარემოში და წრეში ვატარებდი უმეტეს დროს. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი უფრო მხატვრობაში იყო _ ვიდრე მედიცინაში.

11015453_1609099042658273_406658182_n

საზღვარგარეთ ბევრი გამოფენა გაქვთ მოწყობილი, რომელი იყო ყველაზე წარმატებული?

– წარმატებული პირობითი სიტყვაა, პირობითი იმ გაგებით, რომ წარმატებული შეიძლება პიროვნულად იყო. გამოფენებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ერთი არის პირდაპირ მიმართული მაგალითად, კომერციული, მეორეს უფრო მეტი დატვირტვა აქვს _ შემოქმედებითი. მეც მეტწილად შემოქმედებითი მხარე მსიამოვნებდა, უფრო ვიხსნებოდი, არ ვიყავი ჩაკეტილი.  უცხოეთში სადაც ვყოფილვარ, მაგალითად ისრაელში მქონდა გამოფენა, თელ-ავივის მუზუმისა და კონოს თეატრში, იქ თავისუფალი სივრცე იყო, ამიტომ არ ვეძახდი ამას გამოფენას, ვეძახდი პერფორმანსს, ერთ-ერთი პირველი პერფორმანსისტი ვიყავი საქართველიში.

11039598_1609099039324940_1130116234_n

თქვენ რომ საქართველოშ გეცხოვრათ და არა ისრაელში, როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი საქართველოში შემოქმედებითი გზით?

– ცოტა რთულია, არასოდეს მიფიქრია ამაზე. გავლენა ჩემმა ქვეყანამ მოახდინა, ანუ საიდანაც მოვდივარ. შეიძლება სხვაგან დაბიადო ადამიანი, ან შემდეგ წახვიდე სხვა ქვეყანაში, ისე, რგოროც მე წავედი ისარაელში, მაგრამ, რომ ვთქვა ისრაელში მოღვაწეობით რამე შეიცვალა მეთქი ჩემში, ასე არ არის. ერთია, რომ უფრო მეტად ვისწავლე მინიმუმიდან _ მაქსიმუმამდე მიღწევა. არის პერიოდი, როცა საშუალებები არ გაქვს, მაგალითად, შეიძება 5 საღებავის ფერი გქონდეს  და ღაჟღაჟა ფერის ნახატი გამოგივიდეს, მაგრამ უკვე შემიძლია ორი საღბავით შევქმნა ნამუშევარი, ისე, რომ არ იყოს მოთხოვნა იმ ფერების, რაც მაკლია. სურვილი თუ გაქვს, შეიძლება არაფრისგან შედევრი შექმნა,  მაგალითად, შეიძლება არ გქონდეს ის ნივთები რაც ხელოვნებასთან ასოცირდება:  ფუნჯი, საღებავი, ტილო, მაგრამ ქუჩაში მოძებნო საჭირო ნივთები და იმით აკინძო, გამოიყვანო ხელოვნების ნიმუში. მსოფლიო ასეთი ინსტრუქციით აგებს ხელოვნებას, მეც გამიკეთებია მსგავსი პროექტები. არ უნდა ელოდო შესაძლებლობებს, ამის გამო ბევრი დეპრესიაში ჩავარდნილა, არ გავა გრეთ, რადგან რაღაც აკლია. ისრაელი პირველ რიგში ამ პრობლემის დაძლევაში დამეხმარა, მასწავლა როგორ უნდა გამოვიდე რთული სიტუაციებიდან, როგორ ვიპოვნო გამოსავალი.

11016485_1609099032658274_712494804_n

რა განსხვავებაა უცხოელ და ქართველ შემფასებლებს შორის?

– შეფასება ერთი და იგივეა ყველგან თითქმის. ჩვენთან ისეთი წარმოდგენა აქვთ თითქოს სხვა ქვეყნებში უფრო ესმით ხელოვნება, თითქოს სხვამ უფრო მეტი იცის ჩვენზე, ეს ასე არ არის, ბევრ ქვეყანაში შემიმჩნებვია, რომ მათ არაფერით ჩამოვრჩენილვართ, არც ცოდნით, არც შრომით, არც გარემოთი, აქაც ივსება დარბაზი გამოფენის დროს, აქაც არიან მსურველები ხელოვნების, აქაც საუბრობენ ხელოვანის შემოქმედებაზე კრიტიკულად. ჩემს ნამუშევარს იმისთვის ვქმნი, რომ ისაუბრონ ასეც და ისეც, თუ ერთმანეთს დაემსგავსება ესე იგი მე არაფერი  გამიკეთებია, ესე იგი რაღაც სტანდარტს ვქმნი. მოყვარული ხალხის ძიებაში არ ვყოფილვარ არასდროს, ყოველთვის იყვნენ მცოდნე ხალხი,  რომელსაც აინტერესებს, შეიძლება ნაკლებად ესმის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარს ხელოვნება.

რატომ გადაწყვიტეთ მოდილიანის ღონისძიება ჩაგეტარებინათ?

– ბევრი მსგავსება მქონდა მასთან, ბევრი მადარებდა მას მოსკოვში თავის დროზე ”მოსკოველ მოდილიანს მეძახდნენ, რაღაც ნამუშევრებით. ჩემი ხელოვნების ობიექტი იყო ერთი ადამიანი, ისევე როგორც მოდილიანისთვის პორტრეტები. უსულო საგანი არ არსებობს, მე სამყაროს სხვანაირი ხედვა მაქვს, რასაც კი სულიერი შეხებია ყველაფერი სულით შთაბერილია, მოდილიანიც ადამიანის ძიებაში იყო სულ, მისი ხასიათის სხვანაირად წარმოჩინებაში, წარმოჩინება არ ნიშნავს, რომ რაღაც ზღვარს გადახვიდე, ანუ კლასიკას ხომ აქვს თავის რეალაობა, იქედან არ უნდა გამოხვიდე. ჩემს ნამუშევრებში მაქსიმალურად ვცდილობ, რომ უფრო სხვანაირად წარმოვაჩინო, შეიძლება ფერწერა ისე იყოს შექმნილი, რომ რაღაც თემით გესაუბროს, მიგახვედროს  რის თქმა უნდოდა ავტორს.

11051154_1609099025991608_138853751_n

საქართველოში თუ ჩაგიტარებიათ გამოფენა?

–  უამრავი გამოფენა მაქვს გაკეთებული საქართველოში და ალბათ მომავალშიც გავაკეთებ.  მინდა ერთ პერფორმა ჩავატარო სახელად  ,,მე აქ ვარ. ზოგადად ხელოვნება არის როგორ მდგომარეობაში იცით? პატარა ისტორიას მოვყვები,  კაცი ვარდება 12 სართულიდან და ჰაერში ჰკითხეს, როგორ ხარო? რავიცი ჯერჯერობით არამიშავსო. ხალოვნებაც ამ დღეშია, ხელი თუ არ მივაშველეთ ხელოვანმა _ ხელოვანს, ჰაერში ვიქნებით და  ერთხელაც დავენარცხებით, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს სტიმულით, ხელოვანი ხელოვანთან უცხო გახდა, ეს მაწუხებს, უცხო უნდა იყოს თავის ნამუშევრებით, თავის ინდივიდუალურობით, ხელწერით, გაუცხოვება პიროვნულად ხდება, მე ჰონკონგში მიცნობენ, არგენტინაშიც, კიდევ ბევრ ქვეყანაში, მაგრამ აქ არავინ მიცნობს.

რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოში უცხო ხართ საზოგადოებისთვის?

– არ ვიცი, მე უბრალოდ თუ არ დამიკავშირდნენ და არ დაინტერესდნენ ჩემით, მე ჩემი ინიციატივით ვერ მივალ ყველგან, თუ თვითონ არ მოითხოვეს ურთიერთობები. ამიტომ მოვედი თქვენს რედაქციაში, რომ თქვენგან მოდიოდა ინიციატივა, ამიტომ მივიღე თქვენს პროექტში მონაწილეობა, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობა მართავს ყოველ თვე, ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ივერიის სახელობის პრემია _ „ივერიის“ სახელობის ღონისძიებას ვგულისხმობ, რადგან მივიღე თქვენი გამომცემლობის მოწვევა. მადლობა მინდა მოგახსენოთ ამისთვის. ჩემი ინიციატივით ვერ მივალ _ თუ არ მითხრეს, რომ აინტერესებთ  ჩემი ხელოვნება, ანიტერსებთ რას ვფიქრობ, რა მინდა გავაკეთო და ან რა გამიკეთებია, ისრაელის რამოდენიმე კონკურსის გამარჯვებული ვარ ლონდონში ცალკე, რომელიც საქრთველოში არ იციან, ინტერესი არ არის, ხელოვნების ხალხმა იციან ძალიან უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ სხვის დამსახურებაზე ნაკლებად, მე პირიქით მივესალმები და მიყვარს ყველა ხელოვანი თუკი რამეს ქმნის, არ ვამბობ კიდევ რა დონეზე ზოგს გონია, რომ რაღაც სასწაული უნდა შექმნას ეგ არის ხელოვნება, არა მთავარია სილამაზეს ემსახურებოდეს არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით შეიძლება არ გამოსდიოდეს ადამიანს წვალობდეს ის არანაკლებ ხელოვანია და ბევრი შრომით უფრო აღწევს ვიდრე ნიჭით ყოველთვის ასე იყო, სიარული კარგად თუ არ იცი ფრენას ვერ ისწავლი, ძალიან დიდი შრომა უნდა რაღაც დონეზე რომ ახვიდე. დონე იმ გაგებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მცნობენ იმ გაგებით, რომ მუდმივად დინამიურობაში ვარ რაღაც აზრთა გაცვლაში, და ჩემი პროექტები. ჩვენთან  ხელოვანი ეძებს პროდიუსერს, მათაც უნდა ეძებონ ხელოვანები, რომ ხელოვნების დარგი წინა პლაზნე აწიონ, რამოდნეიმე გალერია რომელიც ინიციატივით არ გამოვიდა ის გალერიებიც მუშაობს ან ჩემზე ან სხვებზე, რომ მეტწილად სახელი ჰქონდეს, ახალგაზრდები ესე დაიკარგებიან სტიმული არ არის მოდილიანის ღონისძიება რომ ჩავატარე იქ ახალგაზრდების ნამუშევრები გამოვფინე ცნობილებთან ერთად, სტიმული რომ ჰქონოდათ. გადაცემა გავაკეთე ხელოვნებაზე პრეისტორიდან-პსლოდემიზმამდე ,გადაცემის რუბლიკები გავაკეთე როცა გაჩნდა პირველი ჩანახატი (ნაკაწრი), კედელზე ნიმუში იქედან მოყოლებული დღემდე, გავაკეთ გადაცემა და ველოდები პასუხს, უხაროდათ ხელოვანებს, რომ როგორღაც რაღაც კერას შევქმნიდი საზოგაოებრივ ტელევიზიაში, გავაკეთებდი დისკუსიებს თუ როგრო მუშაობენ ხელოვანები, ბევრს ხელოვანები ღატაკები და ლოთები ჰგონიათ, ეგრე არ არის. დიდი ხელოვანები ვიცი, რომლებსაც კატალოგები აქვთ ინოდეთიდან ამერიკიდან და დიდ თანხებსაც ფლობენ. მიტომ ახალგაზრდებმა არ ჩამოყარონ ყურები. სჭირდებათ ხელშეწყობა, არის ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება მათ, მაგრამ არიან კიდევ ბიზმესმენები ხალხი რომლებმაც უნდა იცოდნენ რომ თუ უნდათ საქართველო რაღაცით წარმოაჩინონ უნდა იცოდნენ, რომ არიან დიდი ხელოვანები, თუ სახელმწიფომ არ გააპიარა ისე ხოლოვანი თავის თავზე არ საუბრობოს.

11016370_1609099035991607_874438780_n

როგორ შეაფასებთ ახალგაზრდა მხატვრებს?

– მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელებმაც თავიანთი ისტორია შექმნეს თავიანთი სტილით და მიმართულებით. საქართველოში ბევრი ახალგაზრდა კარგი, ნიჭიერი მხატვარია. ბევრი გამოცდილი მხატვარი  მსოფლიოში შემხვედრია და მერე გამკვირვებია თბილიში არიციან შენზე? ეგეთი ხალხი მინდოდა გადაცემაში მომეწვია და გამეცნო საზოგადოებისთვის ,ჩვენი მხატვრობა ნორმალურია, უბრალოდ თუ არ იქნა წარმოჩინება მეტი გამოფენები, კატალოგები, ისე კი არა ხალხმა რომ იყვიროს, მეტი ურთიერთობა უნდა იყოს ხელოვანებთან მეტი გადაცემები მათზე, მხატვრობა და ხელოვნება მაღალი  დონის გვაქვს  ერთი, რაც არის ვიტყვი ნიჭი არის და მშრომელი მხატვრები არიან საქართველოში, შეიძლება სხვა რამეში ვიყოთ ფუქსავატები და ზერელედ უყურებდეთ რაღაცებს, მაგრამ ხელოვნებაში თუ იწყებენ ბევრი კარგად მუშაობს თუ ჩატარდება სხვადასხვა ფესტივალები და არ უნდა შეჩერდეს კულტურული ცხოვრება, მხატვრობა კინო, ეს არის ერთი ოჯახი.ამიტომ მე ყველა დარგს ვაერთიანებ.

თქვენი სამომავლო გეგმები?

– ტელევიზიით საზოგადოებამდე ჩემი სათქმელის მიტანა მინდა, ყველა ხელოვანის სათქმელისა… საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებული მაქვს საპილოტე გადაცემა და რუბრიკები, რომელიც ასევე საინტერესო ინება ბავშვებისთვისაც. იქნება ისტორიები პირველყოფილი კედლის მხატვრობიდან დღევანდელობამდე. გავავლებ პრალელებს და გამოვა კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა. ასევე საინტერესოა და ამაზეც უნდა გაკეთდეს გადაცემები – სტრიტარტისტერი ანუ ქუჩაში კედლის მხატვრობაზე. ყვეალფერი ახალი ხომ კარგად მივიწყებული ძველია, თუმცა, ეს მართლა ძველთაძველია, ამიტომაც საინტერესოა ყველასთვის, ხელოვნების მოყვარულისთვის თუ თავად მხატვრისთვის და საზოგადოების ფართო ფენებისთვისაც.

ხატია ბოჭორიშვილი

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 
ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 

2022/05/21
11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 
ახალი ამბები

11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

2022/05/21
კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 
ახალი ამბები

კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

2022/05/21
Next Post
პრემია „ივერიამ“ წელიწადი მეორე განსხვავებული ფორმატით დაიწყო

პრემია „ივერიამ“ წელიწადი მეორე განსხვავებული ფორმატით დაიწყო

პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

Discussion about this post

ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 
ახალი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა 

2022/05/21
0

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი დანით მოკლა, აფხაზეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ზუგდიდში...

სრულად
11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში 

2022/05/21
კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა 

2022/05/21
ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა

ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა

2022/05/21
რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად

რა უნდა მოვიმოქმედოთ საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად

2022/05/21
თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა 

თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა 

2022/05/21
მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს – მარიუპოლის მერი 

მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს – მარიუპოლის მერი 

2022/05/21

საინტერესო

მარიამ ჯაში: CERN-თან თანამშრომლობა ჩვენ ქართველ მეცნიერებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავა

მარიამ ჯაში: CERN-თან თანამშრომლობა ჩვენ ქართველ მეცნიერებთან ერთად ახალ ეტაპზე გადავა

4 წელი ago
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ

3 წელი ago
როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი იგებენ ყველგან, ეს არის უდიდესი არაადეკვატურობა ან ტყუილი – მდინარაძე

როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი იგებენ ყველგან, ეს არის უდიდესი არაადეკვატურობა ან ტყუილი – მდინარაძე

8 თვის ago
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება

3 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • ვინ არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც ქმარმა 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა  2022/05/21
  • 11 წლის ბიჭი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა – ტრაგედია ფოთში  2022/05/21
  • კახეთში მამაკაცმა მეზობელი მოკლა და საკუთარი შვილი დაჭრა  2022/05/21

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In