უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გაფრინდა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად, ამის შესახებ იუწყება უკრაინის საინფორმაციო სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ორი პრეზიდენტი განიხილავენ სხვადასხვა ასპექტში ორ მხრივ თანამშრომლობას.
ასევე განიხილავენ საკითხებს დაკავშირებულს უმაღლესი ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება ქალაქ ასტანაში 28-29 მაისს.
ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს წევრები არიან ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
28.05.13
აჩიკო კერესელიძე