• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, მაისი 29, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

”ფაქტი, რომ ”ისლამურ ხალიფატს” საქართველოში წარმოამდგენელი ჰყავს კარგის ნიშანი არ არის”- ნინო ბურჭულაძე

2015/03/16
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
2 0
2
SHARES
27
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულია, უკრაინაში კი ისევ კრიზისია, ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, არის თუ არა საქართველოსთვის ისლამური დაჯგუფებები რეალური საფრთხე  და ემუქრება თუ არა აფხაზეთს ვაჰაბიზმის საფრთხე. ამ და სხვა საკითხებზე ”თბილისი თაიმსს”  ანალიტიკოსი ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ესაუბრა.

უკრაინაში ფრონტის პირველ ხაზზე ქართველები იბრძვიან, მათი თქმით ეს სხვისი ომი არ არის და უკრაინის საზღვრებთან საქართველოს ინტერესებსაც იცავენ. თქვენ როგორ აფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავდადებას სხვა ქვეყნის ომში, რამდენად დგას საქართველოს ინტერესები უკრაინის ფრონტის ხაზზე?

unnamed (6)

– ჩემთვის, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქისთვის, რომელსაც აფხაზეთის ომი უნახავს, ქართველი ჯარისკაცების ბრძოლა უკრიანაში ერთგვარად  გამართლებულია იმის გამო, რომ  აფხაზეთის ომში უკრაინელები (დაჯგუფება უნა უნსო) ქართული მიწისთვის იბრძოდნენ, რამდენიმე მათგანი ვახტანგ გორგასლის ორდენითაცაა დაჯილდოვებული, იყვნენ გარდაცვლილებიც. თუმცა მინდა გითხრათ, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მეორე ნაწილი აფხაზეთის მხარესაც იბრძოდა. სხვა მხრივ ჩემთვის  მიუღებელი იქნებოდა უცხო მიწაზე ქართული სისხლის დაღვრა, მაშინ როცა საომარი შინაც ბევრი გვაქვს.

რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც კოლექტიურ თავდაცვასა და რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის ერთობლივი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას გულისხმობს, არის თუ არა ეს ხელშეკრულება  რუსეთის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ გადაფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯი და როგორ შეძლება აისახოს ეს დოკუმენტი გალში მცხოვრებ ქართველებზე?

unnamed (5)– როგორც კი  თავის დროზე ამ ხელშეკრულების შესახებ გავიგე იმ წუთში ის ვიფიქრე, რომ ჩვენ არა ერთი და ორი,  არამედ ოცი ნაბიჯით უკან ჩამოვრჩით იმ ოცნებას, რომელსაც აფხაზეთის დაბრუნება  ჰქვია, ვფიქრობ ამის აღქმა ჩემი თაობის ადამიანებისთვის უფრო ძნელია რადგან მიუხედავად დიდი სურვილისა და თავგანწირვისა აფხაზეთის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და ის დავკარგეთ. რა თქმა უნდა,  გალის რაიონის ქართულ მოსახლეობისთვის ეს დამატებით რისკებს შექმნის,თუმცა ვფიქრობ ამჯერად მაინც ეყოფა აფხაზურ ხელისფულებას ჭკუა-გონება და გალში ქართული მოსახლეობის დევნას არ დაიწყებს.

რამდენად არის საქართველოში ეთნოსეპარატისტული ტერორიზმის საფრთხე?

– არ მგონია რომ ეს საფრთხე გამოკვეთილი იყოს, აფხაზეთში კრიმინალური ტერორიზმის აღზევება მიდის და ეს იქ  ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროების განაწილებას უკავშირდება.

რამდენიმე  კვირის  წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის მკვიდრი რამდენიმე ადამიანი ლენინის ბიუსტის ფონზე რუსეთის დროშას აფრიალებდა და თან ”ვალოდიას” შველას სთხოვდა. როგორც შემდეგ ამ ადამიანებმა განმარტეს, ისინი უბრალოდ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ საკუთრი მიწების დასაცავად. თქვენ როგორ აფასებთ კირნათელების ამ გადაწყვეტილებას? თქვენი აზრით, ქართული მიწის დასაცავად რუსული დროშის აფრიალება და ამით თუნდაც ყურადღების მიქცევა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის რაიმე მაპროვოცირებელი ქმედების მიზეზი ხომ არ შეიძლება გახდეს?

unnamed (9)

– თუ ეს არის მხოლოდ მიზეზი და მათ უბრალოდ სხვა ფორმა ვერ ნახეს, თუ მათ ეს გააკეთეს მხოლოდ იძულებით, ყურადღების მისაქცევად, რათა საკუთარი მიწები თურქეთისგან დაეცვათ, მაშინ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუმცაღა ამ ფორმამ ბევრი კითხვა გააჩინა და პროტესტიც გამოიწვია, ძალიან ცუდია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე საკაუთარი მიწის დასაცავად უცხო ქვეყნის დროშას იშველიებს, რადგან მას სახელმწიფოს იმედი არა აქვს. unnamed (1)რუსეთის სპეცსამსახურები ყოველთვის წარმატებით მუშაობდნენ საქართველოში, გახსოვთ ადრე ახმეტის რაიონში იყო ერთერთი სახლის თავზე რუსული დროშა იყო აღმართული. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ მოქალაქე, განსაკუთრებით კახეთის რეგიონიდან მუშაობს რუსეთში, მათთვის რუსეთი მტერი არ არის,, რადგან ისინი იქ ნაშოვნი ფულით ინახავენ ოჯახებს, მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის ომში ხალხმა ვერ აღიქვა რუსეთი მტრად, მათ ეგონათ, რომ რუსეთის რაღაც ნაწილი გვებრძვის, მხოლოდ რუსი გენერლები არიან ჩვენი მტრები დანარჩენი ნაწილი კი კარგია.

თამაზი, იგივე აჰმედი, რომელმაც საქართველოს საღვთო ომი გამოუცხადა. როგორც ის ამბობს, სირიაში, ხალიფატის არმიაში 200-მდე საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც არ აპატიებენ ეკლესიასა და პოლიტიკოსებს აჭარლებისა და პანკისელების ძალით გაქრისტიანებას. როგორ ფიქრობთ, აჰმედი და ის 200-მდე საქართველოს მოქალაქე, არის თუ არა საქართველოსთვის რეალური საფრთხე? რამდენად მოსალოდნელია საღვთო ომის განხორციელება საქართველოში?

unnamed (7)

– თავიდანვე გეტყვით, რომ ამ ვინმე ჭიღლაძის ვიდეო მიმართვები არაფერია, თუ არა პოპულიზმი და მას საერთო არაფერი აქვს ნამდვილ მუქარასთან. ძალიან ბევრმა არ იცის თუ რა არის „ისლამური საახელმწიფო,“ ეს სხვა არაფერია თუ არა პანარაბიზმის პროექტი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არაბული ქვეყნები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის კოლონიური რეჟიმის ქვეშ იყვნენ ცდილობდნენ გაერთიანებას და არაბული ხალიფატის შექმნას,არაბეთმა  ეგვიპტემ და სირიამ მოახერხეს კიდეც, გასული საუკუნის ოციან წლებში ხალიფატის შექმნა, თუმცა  სულ რაღაც 35 წელი იარსება და შემდეგ დაიშალა. „ისლამური სახელმწიფო“ თავიდან იყო ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ერაყის ტეროტორიაზე მოქმედებდა, მის სათავეებში კი ძირითადად  სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი სარდლები იდგნენ. როდესაც სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ  ომი დაიწყო, იმის გამო, რომ ხალხი სირიაში არ გაქცეულიყო, მათ სირიის ტერიტორიაზე შექმნეს ბატალიონი, რომელიც შედგებოდა სირიელებისგან და არასირიელებისგან, სწორედ აქ გამოჩნდნენ პირველად ქართველი მოხალისეები, ბატალიონის ხელმძღვანელი იყო მემედ ჯულანი. თარხან ბათირაშვილი თავიდან სწორედ ამ ჯუნალნთან მოხვდა. შემდეგ ამ ბატალიონს გამოეყო თარხან ბათირაშვილი და შექმნა საკუთარი ბატალიონი, „ჯეიშ ალ მუხაჯირინ ვალ ანსარი“, რომელიც ძირითადად ჩრდილოკავკასიელებისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ „ქართველებიც“ და ყველა „ქართველი“, რომელიც სირიის ომის დროს გახდა ცნობილი სწორედ ამ ბატალიონში იბრძოდა. ერთადერთი ქართველი, რომელიც  „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ იბრძოდა იყო თარხან ბათირაშვილი, ის ცდილობდა თავისი ბატალიონი გადაეყვანა  ახალ გამოცხადებული ხალიფატის მებრძოლთა რიგებში, თუმცა ბატალიონმა უარი თქვა და თარხანს მოუწია  ძველი თანამებრძოლების გარეშე წასვლ . ისე უნდა ითქვას, რომ  ბათირაშვილი იყო ერთადერთი მეთაური, რომელიც უარს არ ამბობდა ახალგაზრდა ქისტი მეომრების მიღებაზე.unnamed (4) ანუ გამოდის, რომ თუ თარხან ბათირაშვილი ცოცხალი არ არის,  მაშინ არც ერთი „ქართველი“ საველე მეთაური ამჟამად ისლამური დროშის ქვეშ აღარ იბრძვის, მართალია  პანკისის ხეობიდან წასული ქისტი საველე მეთაურები იბრძვიან სირიაში მაგრამ ისინი ასადის რეჟიმის წინააღდეგ იბრძვიან რაც ფაქტობრივად რუსეთის  ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“ ეხლა იქ, გამოჩნდა ახმედ ჩატაევი,“ცალხელა ახმადი“, რომელიც საზოგადოებისთვის ლაფანყურის მოვლენების დროს გახდა ცნობილი, რამდენადაც ვიცი, ის არის მოკავშირე „ისლამურ სახელმწიფოსა“ და საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელს შორის. ის ფაქტი, რომ ისლამურ სახელმწიფოს წარმომადგენელი ჰყავს საქართველოში კარგის ნიშანი არ არის, ეს ფაქტობრივად  იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში  სისასტიკით განთქმულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს  რბილად რომ ვთქვათ ძალიან აზარალებს.  თუ არაბულ მედია საშუალებებს დავუჯერებთ სწორედ ახმედ ჩატაევი ეწევა ქისტი ახალგაზრდების რეკრუტირებას სირიაში.

unnamed (2)ხშირ შემთხვევაში ქისტი ახალგაზრდები, 20-21 წლის ბიჭები, სახლში ამბობენ, რომ მიდიან ახლოს მდებარე ქალაქში ან თურქეთში სამუშაოდ და გადადიან სირიაში საომრად, მათი უმრავლესობა უკან  ვერც ბრუნდება მათი ჩამოსვენებაც კი არ ხდება, პანკისის ხეობაში ძალიან ბევრ მშობელს შვილის საფლავიც კი არა აქვს, რადგანაც, ისლამური ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილი იმავე დღესვე უნდა დაიკრძალოს.

საუბარია, რომ  იმ ტერიტორიაზე, სადაც თავის დროზე პირველი არაბული ხალიფატი შეიქმნა, უნდა აღდგეს ანალოგიური ტიპის –ისლამური თეოკრატიული  სახელმწიფო, რომელიც შარიათულ  სამართალზე აღმოცენდება. ვაჰაბისტური დაჯგუფება აზერბაიჯანშიც გააქტიურდა, იგივე ძალა მომძლავრდა პანკისშიც. საუბარია იმაზეც, რომ ვაჰაბისტები აფხაზეთშიც ბრუნდებიან. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში აქაური ისლამისტების გააქტიურება და რას მოუტანს ყოველივე ეს ქვეყანას? თქვენი აზრით, რამდენად არის მზად სახელწიფოს უსაფრთოების სამსახურები მოქალაქეების დასაცავად?

unnamed

– ეს ტერიტორია მოიცავს ერაყს და ლევანტს, (ეს არის სირია, პალესტინა , ლიბანი.) მინდა გითხრათ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ საკმაოდ გამოცდილი ხალხი მართავს, მათ აქვთ უზარმაზარი შემოსავლები, ფლობენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. გარდა ამისა ისინი საკმაოდ წარმატებულად ვაჭრობენ ამ ნავთობპროდუქტებით, რითაც თურქეთი კარგად ხეირობს, რადგან თითქმის ნახევარ ფასში იძენს ამ პროდუქტს. მინდა გითხრათ, რომ კობანის უშედეგო იერიშების შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ აქცენტს არა საომარ მოქმედებებზე, არამედ კამერების წინ   მშვიდობიანი მოსახლეობის  და ასურელი ქრისტიანების დასჯაზე აკეთებს. ბოლო დროს ერაყული არმიის ნაწილებიც გააქტიურდნენ და ცდილობენ „ისლამურის სახელმწიფოს“ მიერ  აღებული ქალაქების მაგ. ტიგრიტის (სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი) გათავისუფლებას.. unnamed (3)აფხაზეთში კარგა ხანია არიან ვაჰაბისტები, თავის დროზე, ძალიან ბევრი ჩეჩენი ცხოვრობდა აფხაზეთში, აქედან გამომდინარე იქ მცხოვრებ მუსლიმებში საკმაოდ მოიკიდა ფეხი ვაჰაბიზმა. მინდა გითრათ, რომ ვაჰაბისტები არიან რუსეთშიც, განსაკუთრებით ვოლგისპირეთში. აზერბაიჯანი და თურქეთი დევნის ვაჰაბისტებს.

ვაჰაბიზმი არის სამასწლოვანი რელიგიური სწავლება, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია ”ურჟულოს”, ანუ არამუსლიმანის, ტეროტორიების დაპყრობა. საქართველოში ვაჰაბიზმის მიმდევარი პირველად  1995 წელს პანკისში გამოჩნდა როდესაც  მას არავინ ელოდა, ამ ადამიანმა დაიწყო ახალგაზრდების შეთვალიერება და მეჩეთში ქადაგება, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა მაშინდელი მუსლიმანი სულიერი მამების ქადაგებისაგან. ნიჭიერ მაგრამ ხელმოკლე მოზარდებს აგზავნიდა სასწავლებლად ეგვიპტეში, რაც  იმ დროს ძალიან კეთილშობილურ საქმედ ითვლებოდა, უნიშნავდა სტიპანდიებს, ეხმარებოდა უფულო ავადმყოფებს რომლებისთვისაც სამედიცინო მომსახურება უფულობის გამო ხელმიუწვდომელი იყო,  გავიდა წლები და ვაჰაბიზმა პანკისში მყარად მოიკიდა ფეხი, ხშირად შეხვდებით ხეობაში ადამიანებს  რომლებიც თვლიან რომ კინო მუსიკა, ზოგადად ხელოვნება და წიგნი ეშმაკის შემქნილია (?!) უხუცესთა საბჭო მიუხედავად იმისა რომ დღესაც არსებობს ხეობაში ის გავლენიანმა ჯამაათმა შეცვალა დ ა.შ.

unnamed

ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობაზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს რადგან როგორც წესი, მედია მათ მუდამ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებთ წინ, რა თქმა უნდა რისკები სწორად უნდა იყოს შეფასებული და პრევენციული ღონისძიებებიც შესაბამისად უფრო ქმედით უნარიანი უნდა იყოს, თუმცა საბოლოოდ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, სანამ ყველა ჩვენი თვალით არ ვნახავთ.

 ესაუბრა

ნინა პირტახია

10872185_10204381710241327_1547016026_n

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 
ახალი ამბები

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  
ახალი ამბები

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
Next Post
15 ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა – ბრძოლა ინფლაციასთან და უმუშევრობასთან

15 ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა - ბრძოლა ინფლაციასთან და უმუშევრობასთან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა

თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაინტერესდა

თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაინტერესდა

Discussion about this post

ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 
ახალი ამბები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი 

2022/05/28
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაციას...

სრულად
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

2022/05/28
„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

„მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია  

2022/05/28
„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

„მონასტერში ვცხოვრობ, აქ ვისწავლე ქარგვა დაქსოვა“ – გვანცა ჭიაბერაშვილი 

2022/05/26
„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

„თამბაქოს ინდუსტრია უკანონოდ აფინანსებს პრომოსააგენტოებს, რომ მათი  ბრენდების პოპულარიზაცია მოახდინონ სავაჭრო ობიექტებში“ – ბახტურიძე

2022/05/26
„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

„ქარგვა რთული არ არის, მთავარია მონდომება და განწყობა“ – ნინო აფხაზოვი

2022/05/26
“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

“ვიანუ” – ქართული კიმონოების საინტერესო არჩევანი

2022/05/26

საინტერესო

კომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის თავმჯდომარე გახდა

კომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელის თავმჯდომარე გახდა

7 წელი ago
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოეწერა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოეწერა

8 წელი ago
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის  მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

8 წელი ago

"საქართველოს რკინიგზა": სამგზავრო ბილეთების ფასების გაზარდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება

9 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს მოაწერა ხელი  2022/05/28
  • ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  2022/05/28
  • „მთელ რუსეთში დუნდულების გასადიდებელი იმპლანტები გაქრა!“ – თინა კანდელაკი აღშფოთებულია   2022/05/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In