საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, აპრილში რუსეთმა, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ოქროს რეზერვები გაზარდეს.
რუსეთმა 269,000 უნცია ოქრო შეიძინა – რეზერვი კი 31,8 მილიონ უნციას შეადგენდა.
ყაზახეთმა 85,000 უნცია შეიძინა. მისი აქციები 4 მილიონ უნციას შეადგენდნენ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გასული თვის განმავლობაში 32,000 უნცია შემატა რეზერვს. ჯამში მათმა რეზერვმა 129,000 უნცია შეადგინა. ეს აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ზედიზედ 4 შესყიდვა იყო.
ბანკმა რეზერვის გაუმჯობესება დეკემბერში ვერ მოახერხა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ჰოლდინგები აპრილში 586,000 უნციას შეადგენდა და 13,73 მილიონამდე გაიზარდა.
ბანკმა ოქროს მიღება კომერციული ბანკებისგან დაიწყო და ანალიტიკოსების თქმით, ეს ფასების ზრდის ძირითადი მიზეზია.
სსფ ყოველთვიურ ოქროს მონაცემებს, ბაზრის მონაწილეები ადევნებენ თვალყურს. ოფიციალური სექტორის მოთხოვნა ფასების მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
ცენტრალური ბანკების ჰოლდინგი განვითარებული ქვეყნების ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა და დიდ გავლენას ახდენს სარეზერვო ვალუტაზე, როგორიცაა აშშ დოლარი და ევრო.
ანალიტიკოსების თქმით, ამის შედეგად ოქროზე ფასების მატება და ბაზრის განწყობის ამაღლება მივიღეთ.
28.05.13
ბელა არუთინოვი