საქართველოს ვიცე პრემიერი კახა კალაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად შეარჩიეს. ლაურეატობას ყოველწლიურად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ლიდერზე აწესებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან დასახელებული.
„ბატონო მინისტრო, სიამოვნებით გაცნობეთ, რომ თქვენ შერჩეული ხართ როგორც ახალგაზრდა გლობალური ლიდერი. ამ ლაურეატობას ყოვეწლიურად აწესებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ლიდერზე, რომლებიც დასახელებულნი არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან.
თქვენი ნომინაცია განისაზღვრა იმ პროფესიული მიღწევებით, თქვენი საზოგადოებასთან დამოკიდებულებით (ანგარიშვალდებულებიანობით) და იმ დიდი პოტენციალით, რომელიც გაგაჩნიათ მომავალი, უკეთესი მსოფლიოს მოდელის ჩამოყალიბების საქმეში შესატანი წვლილის კუთხით, რომელიც თქვენივე შთაგონებული ლიდერობით მიიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გიხილავთ ფორმალურად ახალგაზრდა გლობალური ლიდერების საზოგადოებაში“, – აღნიშნულია ახალგაზრდა გლობალური ლიდერების ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბისა და ფორუმის თავმჯდომარის ჯონ დატონის წერილში.
კახა კალაძე 2015 წელს ევროპის ახალგაზრდა 34 ლიდერს შორის ერთადერთი ქართველია და ის ამ ტიტულით, შემდგომი საქმიანობების მიუხედავად, 7 წელი ისარგებლებს.