თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ძიუდოს გრან პრის გათამაშება, რომელიც 20-22 მარტს გაიმართება. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტი მიიღებს. შეჯიბრებაზე საქართველო 29 სპორტსმენით წარსდგება – 28 ვაჟი და ერთი გოგონა. 20 მარტს მამაკაცებში ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან 60 და 66 წონით კატეგორიებში.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი და ლუხუმი ჩხვიმიანი 60 კგ-ში იჭიდავებენ, ხოლო მინდია ლილუაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და შალვა ქარდავა 66 კგ-ში იასპარეზებენ.
60 კგ
ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მერე წრეში თურქ აჰმეტ საჰინ კაბასა და მონღოლ ცოგტბაატარ ცენდოჩირს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პაატა მერებაშვილი– ვალიდე ხიარი (საფრანგეთი)
ლაშა გიუნაშვილი – ჰოვჰანეს დავთიანი (სომხეთი)
ლუხუმ ჩხვიმიანი – ადრიან რეიმონდი (საფრანგეთი)
66 კგ
მინდია ლილუაშვილი – ლუის კიბლი (დიდი ბრიტანეთი)
თორნიკე თათარაშვილი – სინან სანდალი (თურქეთი)
ვაჟა მარგველაშვილი – ელიო ვერდე (იტალია)
შალვა ქარდავა – არსენ ღაზარიანი (სომხეთი)
შეჯიბრებები 09:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან.