ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე გაუძღვნენ.
კილტურის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რამდენიმე თვე მუშაობდა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მიერ, მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის წარდგენა, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საზოგადოებრივი ინიციატივების საფუძველზე მოხდა.