ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის – “რაგბი – ევროპის ჩემპიონატის” გამარჯვებულია.
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინელები დღეს, სტუმრად ანგარიშით – 6:15 დაამარცხა.
ამ გამრჯვებით, საქართველოს ნაკრები “ერთა თასის” მფლობელი უკვე მეცხრედ გახდა.
ამასთან, აღნიშნული ტურნირი ქართველმა მორაგბეებმა დაუმარცხებლად განვლეს და ხუთივე თამაში მოიგეს.