მალტასთან საფეხბურთო ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების შეძენა ლოკომოტივის სტადიონის სალაროებში 5 ლარად იქნება შესაძლებელი.
გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ბილეთების გაყიდვა კი ხვალ დაიწყება და მისი ფასი 10, 15, 20 და 30 ლარი იქნება.
საქართველო – მალტას ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს, საქართველო – გერმანია კი 29 მარტს გაიმართება.