25-27 მარტს ირლანდიაში ქართველი ჯაზ-პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის ტურნე გაიმართება. დუბლინში დაგეგმილი კონცერტი ირლანდიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და უშუალო მხარდაჭერით იმართება. ბექა გოჩიაშვილის ირალნდიული ტურნეს შესახებ გავლენიანი ირლანდიური გამოცემა „Irish Times“ წერს. გამოცემის ყოველკვირეულ კულტურულ დანამატში ქართველი ჯაზ-პიანისტის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში ხაზგასმულია ქართველი შემსრულებლის განსაკუთრებული ნიჭი და ახწერილია მისი პროფესიული კარიერა. “2008 წელს კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანი აღფრთოვანდა ახალგაზრდა პიანისტით და აღნიშნა, რომ ბექა გოჩიაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ-პიანისტია, რომლისთვისაც მას ოდესმე მოუსმენია. რაისმა იმდენად მოიწონა გოჩიაშვილის ტალანტი, რომ მას ამერიკაში ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში სწავლა დაუფინანსა.“ – წერს ირლანდიური გამოცემა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ქართველი ჯაზ-პიანისტის პირველი ვიზიტია ირლანდიაში, თუმცა არა ბოლო, რადგან ირლანდიელ მსმენელს ეძლევა უნიკალური საშუალება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტს მოუსმინოს. http://www.irishtimes.com/culture/what-s-on-thursday-sleater-kinney-the-handsome-family-and-beka-gochiashvili-1.2145774