საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით, 0:2 დამარცხდა. მატჩი თბილისში , “დინამო არენაზე” ჩატარდა. მსოფლიოს ჩემპიონების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. სტუმრებმა პირველი ბურთი 39-ე წუთზე გაიტანეს. ანგარიში მარკო როისმა გახსნა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი თომას მიულერმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.