საქართველოს მთავრობა – აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, შედგება მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრებისაგან. საქართველოს სამინისტროები იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია სამინისტროების კომპეტეტენტური კადრებით დაკომპლექტება. იმისთვის, რომ სამინისტროებმა თავიანთი მოვალეობა კარგად შეასრულონ, აუცილებელია მინისტრების განათლება შეესაბამებოდეს მათ სამუშაო ვალდებულებებს. ჩვენ შევეცადეთ შეგვეკრიბა მინისტრთა კაბინეტის წევრთა ბიოგრაფიული მონაცემები, მინისტრების მიღებული განათლება და სამუშაო გამოცდილება. მათ ბიოგრაფიულ მონაცემებში ბევრი საინტერესო უნივერსიტეტი, ჯილდო თუ გამოცდილება შეიძლება იხილოთ. მინისტრების უმრავლესობა აღმოჩნდა, რომ ძირითადად ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 20 მინისტრიდან სამი დასაოჯახებელია და ერთი უკვე ბებიის სტატუსით სარგებლობს. ყველაზე ახალგაზრდა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით შავლიაშვილი აღმოჩნდა.
„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ქართველი მინისტრების პერსონალურ ბიოგრაფიებს:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი
დაიბადა – 1982 წლის 28 ივნისს, სიღნაღში.
პრემიერის განათლება – სწავლობდა 1988-1999 წწ. – დედოფლისწყაროს რაიონის N1 საშუალო სკოლაში. 2005 წელ დაამთავრა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; 2002-2004 წწ. – სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა – საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი; 1999-2004 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო გამოცდილება: 20/11/2013 წ. – დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად; 25/10/2012 – 17/11/2013წ. – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 15/02/2012 წ. – პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი; 07/2009- 06/2012 წწ. – შპს (ლეიბლი) „ქართული ოცნების” დირექტორი. 12/2007 – 14/02/2012 წწ. – ს.ს. „ბანკი ქართუ”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
08/2006 წ. – საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 12/2005 – 14/02/2012 წწ. – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”-ს გამგეობის თავმჯდომარე – გენერალური დირექტორი; 10/2005 – 01/11/2008 წწ. – სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტის თანაშემწე.
05/2005 – 10/2005 წწ. – შ.პ.ს. „ბურჯი”-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2004-2005 წწ. – შ.პ.ს. „ბურჯი-“ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი; 2001- 2002 წწ. – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი.
ფლობს – ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე
დაიბადა 1978 წ. 27 თებერვალს, სამტრედიაში.
ვიცე პრემიერის განათლება – დაამთავრა თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
სპორტული კარიერა – თამაშობდა კლუბ „ჯენოა”-ში, 2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბ „მილანი”-ში, 1998-2001 წწ. კლუბ „დინამო კიევი”-ში, 1996-2012 წწ. იყო საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1993 წ. თამაშობდა კლუბ „დინამო თბილისი”-ში.
კახა კალაძის სამუშაო გამოცდილება – 25/10/2012 – დღემდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; 2008 წ. – დღემდე სს „პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2008 წ. საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი” დამფუძნებელი; 2007 წ. საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი”დამფუძნებელი.
მინისტრ კალაძის ჯილდოები: მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.
ფლობს – ინგლისური, რუსულ და იტალიურ ენებს
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 20 ივლისი, თბილისი.
განათლება: 1997-1998 წწ. აშშ ილინოისის უნივერსიტეტი (University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი; 1984 წ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი; 1984-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, თერაპევტი; 1990-1995 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – მრეწველობის დაგეგმვა; 1986-1988 წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური.
მინისტრის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება: 25/10/2012 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2012 წ. ლენზი-ფიშერ-ჰენდრი (Lenzie Fisher Hendry LLC – Economic Development Consulting) – ეკონომიკური განვითარების საკონსულტაციო კომპანია – USAID-ის საპენსიო რეფორმა სომხეთის რესპუბლიკაში, ფინანსური ინსტიტუტების კომპონენტი, World Bank-ის პროექტი უზრუნველყოფილი კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი; 2006-2011 წწ. ბანკი “ქართუ”, გენერალური დირექტორი;
2004-2006 წწ. პირველი კომერციული ბანკი, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 1999-2004 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში – კომიტეტის წევრი.
1999 წ. სახელმწიფო კანცელარია – ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1998-1999 წწ. “გაერთიანებული ქართული ბანკი”, ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; 1996-1997 წწ. “ექსპორტ-იმპორტ” ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი.
1993-1996 წწ. – გაერთიანებული ქართული ბანკი – საწყისი პოზიცია – აკრედიტივების ოფიცერი, საბოლოო პოზიცია – საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
იცის – ინგლისური და რუსული ენა.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი -ნოდარ ხადური
მინისტრი ხადური დაიბადა 1970 წლის 29 აგვისტოს, თბილისი.
განათლება: 2002 წ. წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)”.
1996-1999 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1991-1996 წწ. ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, მაკროეკონომიკის სპეციალისტი;
კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (ფისკალური პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ანალიზი და პოლიტიკა), შვედეთის განვითარების სააგენტოში (საგადასახადო პოლიტიკა), ეგვიპტის განვითარების სააგენტოში (ექსპორტის სტიმულირება).
ნოდარ ხადურის სამუშაო გამოცდილება: 25/10/2012 წ. – დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2012 წ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”- მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი; 2006 წ. ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სრული პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი; 2004-2008 წწ. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ეროვნული კონსულტანტი.
ასევე 2004-2005 წწ. ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე; 2003-2004 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი; 2003-2004 წწ. საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატი, უფროსი; 1999-2000 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 1999 წ. ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
1997-1998 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1996-1997 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე; 1987-1988წწ. საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელი; 1990-1992 წწ. საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელი.
იცის – ინგლისური და რუსული ენა.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – თამარ ბერუჩაშვილი
დაიბადა 1961 წლის 9 აპრილს თბილისში.
საგარეო საქმეთა მინისტრის განათლება- 1978-1985 წლებში სწავლობდა მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში – მოსკოვი. ფიზიკა–მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენა) კვალიფიკაცია – ქიმიკოსი – მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი.
1996-1998 წწ. ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ. საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტი. 1998 წ. საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (MPA). 2002-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასპირანტურა. კვალიფიკაცია – ეკონომიკის დოქტორი. 2002-2006 წწ. კარლტონის უნივერსიტეტი – ოტავა, კანადა. პროფესიონალური ტრენინგი – კომერციული დიპლომატია. 1992-1993 წწ. ლიმერიკის უნივერსიტეტი – ლიმერიკი, ირლანდია. პროფესიონალური ტრენინგი – ევროპათმცოდნეობა და ინგლისური ენა.1991-1992 წწ. იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრი – თბილისი, საქართველო. პროფესიონალური ტრენინგი – მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები.
თამარ ბერუჩაშვილის შრომითი გამოცდილება- 1986 -1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. მეცნიერ–თანამშრომელი. 1990-1992 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი. მთავარი სპეციალისტი.1992-1994 წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტი, ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორი. 1994-1996 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.05/1997-08/1997 წწ. დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისი – ვაშინგტონი, აშშ. ანალიტიკოსი.06/1998-08/1998 წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო. მინისტრის მოადგილე.
1998-2000 წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
05/2000-12/2003 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილე.12/2003-02/2004 წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 02/2004-12/2004 წწ. ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 12/2004-12/2010 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 01/2011-11/2012 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვიცე პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი. 11/2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. 2013 წლის 1 აპრილიდან – 2014 წლის ნოემბრამდე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2014 წლის 11 ნოემბრიდან – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
თამარ ბერუჩაშვილის სამეცნიერო გამოცდილება: 24/01/2011 წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასოცირებული პროფესორი – პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი. 2010 წლის გაზაფხულის სემესტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო კურსი – ევროპული სამეზობლო პოლიტიკა. 2006-2009 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)პროფესორი, სამაგისტრო კურსი – საერთაშორისო ვაჭრობა და განვითარება.2007-2010 წწ. ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო კურსი – ევროპული სამეზობლო პოლიტიკა. 04/2007-03/2008 წწ. გრენობლის უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ცენტრი, გრენობლი, საფრანგეთი, მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო ლექციების კურსი – ევროკავშირის დახმარების პოლიტიკა: საქართველოს გამოცდილება. 2000-2009 წწ. ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო კურსი – კომერციული დიპლომატია და საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის წოდება.
ფლობს – ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე
დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოში, თბილისში.
თამარ სანიკიძის განათლება – მართვის ამერიკული ასოციაცია (AMA) – აგვისტო 2011-ფინანსური მოდელირების კურსი. სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოცოაცია, გლაზგოს უნივერსიტეტის პროგრამა (Association of Chartered Certified Accountants -ACCA Glasgow University, Distance Learning Program) – 2003-2007. სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) – 2000-სახელმწიფო მმართველობა – მაგისტრის ხარისიხი. 1995-1999 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში- დასავლეთ ევროპული ენები და ლიტერატურა სპეციალობა – ინგლისური ენა და ლიტერატურა – ბაკალავრი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სამუშაო გამოცდილება – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) – მარტი 2010 – ოქტომბერი 2012-ფინანსური დირექტორი. სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოცოაცია – თბილისი, სექტემბერი 2008 – დღემდე- ლექტორი – კორპორატიული და ბიზნეს სამართალი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) – აგრარული განვითარების პროგრამა (GRDP) – ოქტომბერი 2009 – მარტი 2010-ფინანსური მენეჯერი. ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოში (UI), ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროექტი (CELD) – მაისი 2006 – სექტემბერი 2009-ფინანსური დირექტორი.
ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოში (UI), ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროექტი (CELD) – ივლისი 2005 – მაისი 2006-შესყიდვების მენეჯერი.ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოში (UI), ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროექტი (CELD) – იანვარი 2005 – ივლისი 2005-რესურსების მართვის პროგრამის კოორდინატორი. სს თელასი, ქსელის განვითარების დეპარტამენტი – (სექტემბერი 2003- იანვარი 2005) ეკონომისტი – (დაგეგმარება, კოორდინაცია, ბიუჯეტის კონტროლი).Black & Veatch (UK) LTD – თბილისის გამრიცხველიანების პროექტი – მაისი 2001 – სექტემბერი 2003-ფინანსური დირექტორის მოადგილე. Black & Veatch (UK) LTD – თბილისის გამრიცხველიანების პროექტი – ნოემბერი 2000-მაისი 2001-სამშენებლო სამუშაოების შემფასებელი (Quantity Surveyor).საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო – საზღვაო დეპარტამენტი, მარტი 1998 – ივლისი 1999-წამყვანი სპეციალისტი.
უცხოური ენები: ინგლისური, რუსული
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – დავით ბაქრაძე
დაიბადა 1975 წლის 30 დეკემბერს თბილისში.
განათლება: დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი.
სამუშაო გამოცდილება –1995 წ მუშობდა. – სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”-ში , 1996 წ. იყო საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური. 1997-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში, 2002 წელს – საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2002 – 2005 წლებში იყო ქ. ჟენევაში გაეროს ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2006 – 2008 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსი. 2008 – 2012 წლებში ფინეთის რესპუბლიკაში იყო საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქმეთა დროებით რწმუნებული, 2012 – 2014 წლებში საქართველოს ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.
დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამჟამად არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული, ჰყავს 3 შვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი
დაიბადა 1958 წლის 4 აგვისტოს, თბილისი.
განათლება – 1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი. 1992-1997 წლებში იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი.
სამუშაო გამოცდილება – 1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995-2012 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი. 1998-2012 იყო „შერიგების რესურსების“ (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და „შლაინინგის პროცესის“ ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2000-2004 წლებში გახდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC) ბატონი პაატა 25/10/2012 წ. – დღემდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე
დაიბადა – 1967 წლის 25 აპრილი, თბილისი
მინისტრის განათლება- 1991 წ. – ევროპული მენეჯმენტის პროგრამა. ბრიუსელი, ბელგია; 1984-1991 წ.წ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი; 1973-1984 წ.წ. – თბილისის 56-ე საჯარო სკოლა.
მიხეილ გიორგაძის სამუშაო გამოცდილება- 2005 – 2014 წ.წ. – თბილისის საკონცერტო დარბაზი. დირექტორთა საბჭოს წევრი;
2003 – 2005 წ.წ. – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი; 2001 წ. – „ბი-ფი-არ პროდაქშენის” პროგრამა „ხელოვნების მენეჯმენტის”კონსულტანტი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); 1998 – 07.2014 წ.წ. – შპს „ისთერნ პრომოუშენის” გენერალური მენეჯერი; 1994-1997 წ.წ. – არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიის” პროექტების მენეჯერი; 1993-1994 წ.წ. – საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსი; 1992-1993 წ.წ. – საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტი, სახელმწიფო მრჩეველი.
საზოგადოებრივი საქმიანობა-1983 – 1992 წ.წ. – საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის წევრი, თბილისის „დინამოს” წყალბურთის გუნდის წევრი, საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი.
ფლობს – ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოჯახური მდგომარეობა – დასაოჯახებელი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო.
დაბადების თარიღი: 1963 წლის 25 სექტემბერს, თბილისი.
განათლება: 1991 წ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი – ინტენსიური თერაპიის მიმართულებით; 1987 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
კვალიფიკაციის ამაღლება: 07/2006 წ. – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. თბილისი, საქართველო; 6/2005 წ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პედიატრიაში. თბილისი, საქართველო; 2003 წ. ოფშორული მედიცინის კვალიფიკაცია. აბერდინი, გაერთიანებული სამეფო; 001 წ. პედიატრიული კარდიორეანიმაცია. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო; 05-06/1999 წ. – ანესთეზია – ინტენსიური თერაპიის კვალიფიკაცია. ბერლინის გულის ინსტიტუტი.
მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინის დარგში.
სამუშაო გამოცდილება: 25/10/2012 წ. – დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 2006-2012 წწ. საჩხერის სამედიცინო ცენტრი, გენერალური დირექტორი; 2002-2006 წწ. “MediClubGeorgia” – სამედიცინო მენეჯერი; 1997-2006 წწ. ჯოენის სამედიცინო ცენტრი- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1995-1997 წწ. საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. სამედიცინო სამსახურის უფროსი;1992-1993 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალები. საავიაციო პოლკის ექიმი; 1989-1992 წწ. რუსთავის სამშობიარო სახლი, ექიმი-ნეონატოლოგი; 1987-1989 წწ. სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი.
ფლობს – რუსულ და ინგლისურ ენებს
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით შავლიაშვილი
დაბადების თარიღი: 1984 წლის 14 მარტს, თბილისი.
განათლება: 2000-2005 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება: 07.2014 – დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
04.2013-07.2014 – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.12.2012-04.2013 – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტო” სააგენტოს უფროსი.09.2012-12.2012 – შ.პ.ს. „პარტნიორი”-დირექტორი, დამფუძნებელი.07.2012-12.2012 – შ.პ.ს. „კომპიქსი”-დირექტორი, დამფუძნებელი. 05.2012-09.2012 – შ.პ.ს. „პარტნიორი”-დირექტორის მოადგილე, დამფუძნებელი. 01.2011-07-2012 – შ.პ.ს. „კომპიქსი”- დირექტორის მოადგილე, დამფუძნებელი. 2008-2010 – „Smart Way Group” დირექტორის მოადგილე, დამფუძნებელი. 008-2010- „გლობალავტოსპეცტექნიკა” -დირექტორი, დამფუძნებელი.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 12.2010-03.2011- „PHILIPS Lighting” – გაყიდვების მენეჯმენტი, პოლონეთი. 03.2011-08.2011 – „ERCO Lighting” – გაყიდვების მენეჯმენტი, ავსტრია, ვენა
ფლობს – რუსულ და ინგლისურ ენებს
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – გელა დუმბაძე
დაიბდადა – 1965 წლის 13 ივნისს, ქალაქ თბილისში.
მინისრის განათლება: სწავლობდა საქართველოს დიპლომატიური აკადემიში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოლოგიის ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით. მსახურობდა სსრკ ჯარში. 2014 წლის 22 ივლისიდან არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მას აქვს გამოცდილება საელჩოებში მუშაობის -2013-2014 წლებში იყო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი მრჩეველი.
მინიჭებული აქვს – უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი, უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის წოდება.
გელა დუმბაძე გახლდათ, ლიტერატურული კონკურსების (ლიტვა, გერმანია, საქართველო) ლაურეატი. იგი ასევე არის ნოველების კრებულების: „ყვითელი ტროლეიბუსი”, „მე – მორბენალი”, ,,მიყვარს ვაშლის” ავტორი.
2014 წლის ოქტომბერს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ მიენიჭა ოსტატის წოდება შოტოკან კარატეში ,,შავი ქამარი” 2 (ნი) დან-ი. 2014 წლის ივლისს არჩეულ იქნა საქართველოს ფუდოკანის პრეზიდენტად და მსოფლიო ფუდოკანის ფედერაციის მიერ მიენიჭა ოსტატის წოდება ფუდოკან კარატეში ,,შავი ქამარი” 1 (შო) დან-ი.
2012 წლის ივნისს ქ. კიევის გალერეა „Artholl”-ში გაიმართა მინისტრის ფერწერული ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.
2002 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ღამის სტუმარი”.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი
დაიბადა 1970 წლის 9 მაისს, თბილისში.
განათლება: 1990 -1996 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა – სამართალმცოდნეობა.
მინისტრის სამუშაო გამოცდილება:
13/12/2013 წ.- 07/2014 წ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; 11/2013-13/12/2013 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი; 09/2013-11/2013 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 04/2013-09/2013 წწ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
11/2012-04/2013 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი; 07/2012-11/2012 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 05/2011-07/2012 წწ.ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
01/2011-05/2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი; 01/2010-01/2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე; 07/2008-01/2010 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე.
03/2008-07/2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი; 11/2007-03/2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი; 03/2004-11/2007 წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი; 1998-03/2004 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი; 1997წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი.
ფლობს – ინგლისურ და რუსულ ენას.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – ელგუჯა ხოკრიშვილი
დაიბადა 1973 წლის 24 მაისში, თბილისი.
განათლება: 2002 წელს იყო ეკონომიკის ბაკალავრი, პოტსდამის უნივერსიტეტში, გერმანია. 2004 წელს გახდა ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია. 2008 წელს იყო ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პოტსდამის უნივერსიტეტში.
სამუშაო გამოცდილება: 2014 წლის 15 აპრილიდან – 21 ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2012-2014 – მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი. 2012 – გამგეობის თავმჯდომარე, კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (CIESR). 2012 – ექსპერტი, ფონდი „ღია საზოგადოება” (OSF). 2012 – ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2011 – ექსპერტი, „GOPA კონსალტინგი”, გერმანია.
2011 – ექსპერტი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”. 2010-2011 – კონსულტანტი, პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი, კანადა. 2010-2011 – პროექტის მმართველი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი. 2009-2010 – პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა. 2009-2010 – პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა. 2004-2008 – პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა. 2006 – ექსპერტი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო, ბერლინი. 1999-2003 – მკვლევარი მეცნიერი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა.
პუბლიკაციები: გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
ენები: გერმანული, ინგლისური, რუსული.
ჰყავს მეუღლე და ვაჟი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
დაიბადა 24 დეკემბერს, 1975 წლის 24 დეკემბერს თბილისში.
განათლება: 2001 წ. – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.
პროფესიული გამოცდილება ასე გამოიყურება: 2015 წლიდან – შინაგან საქმეთა მინისტრი; 2013-2014 – შს მინისტრის მოადგილე; 2013 წლამდე – პრემიერ მინისტრ – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი; 2002 წ. – შსს დაცვის პოლიცია; 1994 წ. – სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში.
განათლება: 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი.
1992 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1997 წელს. პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.
სამუშაო გამოცდილება: 1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.
1998 წელს წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. „ENA”-ში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე. 2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA). 2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა საქართველოსა და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა.
2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.
2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, 2009 წლიდან – მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა.
2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამავე დროს, პარტიის სტრუქტურებში ქალთა უფლებების თემას კურირებდა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თეა წულუკიანი კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
2012 წლის 25 ოქტომბერს თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
ფლობს – ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.
ოჯახური მდომარეობა-დასაოჯახებელი.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი
დაიბადა 1971 წლის 6 სექტემბერს, თბილისი.
განათლება: 1988-1993 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტი.
სამუშაო გამოცდილება: 25/10/2012 წ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი; 2012წ. – საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნება», სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010 წ. – საქართველოს სპორტული არბიტრაჟი; დამფუძნებელი; 2008 წ. – კავშირი «ჩვენი ფეხბურთი», დამფუძნებელი; 2002-2005 წწ.- საფეხბურთო კლუბი «ლოკომოტივი» თბილისი; გენერალური მენეჯერი, მმართველი დირექტორი. დ. ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი; 2005 წ. – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გამგეობის წევრი; 2005 წ. საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგა, დირექტორთა საბჭოს წევრი; 2001 წ. დავით ყიფიანის საერთაშორისო ფონდი – პრეზიდენტი; 1999 – 2000 წწ. საქართველოს ფუტზალის ეროვნული ნაკრები – მწვრთნელი; 1999 წ. ბავშვთა და ჭაბუკთა საფეხბურთო ლიგა; პროექტის ავტორი; 1998 წ. საქართველოს მინი-ფეხბურთის (ფუტზალის) ასოციაცია, დაფუძნებელი; 1997 – 2001 წწ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე; 1997 წ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი «ფეხბურთი ბავშვებს», ვიცე-პრეზიდენტი; 1997 წ. საფეხბურთო სკოლა «ირაო», დამფუძნებელი; 1996 – 1997 წწ. №35 საფეხბურთო სკოლა, თბილისი – მწვრთნელი; 1996 – 1997 წწ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, UEFA-ს B კატეგორიის მწვრთნელი.
სპორტული გამოცდილება- 1993 -1995 წწ. სკ «დინამო» თბილისი; საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი; 1992 -1993 წწ. სკ «ვორმაცია», გერმანია; 1990 -1992 წწ. სკ შევარდენი-1906» თბილისი ; 1990-1991 წწ. სეზონის საუკეთესო გოლის» პრიზის მფლობელი; 1988 – 1990 წწ. სკ «დინამო» თბილისი; სსრკ ჩემპიონატი (დუბლები).1987 – წ. სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, საქართველოს (ახალგაზრდული) ნაკრები ფეხბურთში (III ადგილი).
ფლობს – რუსულ, ინგლისურ ენას.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – მინდია ჯანელიძე
დაიბადა 1978 წლის 26 ივლისს, თბილისი.
სამხედრო წოდება: თადარიგის პოლკოვნიკი
განათლება: 1995-2000 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემია დიპლომი-იურისტი.
პროფესიული კურსები-2006 წ. ვაშინგტონი, აშშ – საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სასწავლო კურსი უსაფრთხოების საკითხებში; 2008 წ. თბილისი – საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი პროგრამა უსაფრთხოების საკითხებში; 2012 წ. თბილისი – საქართველო- დიდი ბრიტანეთის ერთობლივი პროგრამა უსაფრთხოების საკითხებში;
სამუშაო გამოცდილება – 2000-2004 წწ – საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახური; ოპერატიული სამსახურის ოფიცერი. 2004- 2007 წწ – საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახური; ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსი. 2007-2008 – საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახური; ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2008-2012 – საქართველოს დაზვერვის სამსახური; ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსი. 2012-2014 წწ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი. 01/2014 წ.-11/2014 წ. – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში; სახელმწიფო საფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.
ჯილდოები: ღირსების ორდენი; მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”
ფლობს – ინგლისურ, თურქულ, რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ დანელია
დაიბადა 1979 წლის 21 სექტემბერს, ასპინძა.
მინისტრის განათლება – 2008 – 2010 – თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვის ევროპული სკოლა, თბილისი, საქართველო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნეს ადმინისტრირების კურსი; 2002-2005 – UNLB Center of excellence, იტალია, ინფორმაციის მართვა, კრიზისის მართვა, ბიზნესის უწყვეტობა; 1997 – 2002 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი; 1996 – 2000 – საქართველოს დიპლომატიური აკადემია, საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის სპეციალისტი; 1995 – 1996 – ECA Academy, ამერიკის შეერთებული შტატები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება – 22.07.14 – დან დღემდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
11.04.14-დან 22/07/2014-მდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი; 2014 -2014 – სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო, დირექტორი; 2013 -2014 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2011 -2013 – სს „სილქნეტი”, თბილისი, საქართველო, დირექტორთა საბჭოს წევრი – მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსი. 2009 – 2011 – „ბანკი რესპუბლიკა – ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი”, თბილისი, საქართველო, პროექტებისა და ბიზნეს ანალიზის დეპარტამენტის უფროსი; 2008 -2009 – „ბანკი რესპუბლიკა – ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი”, თბილისი, საქართველო პროექტის მენეჯერი /შიდა კონსულტანტი; 2004 – 2007 – „გაეროს ოპერაციები კოტ დ’ვუარში” , რეგიონალური წარმომადგენელი; 2001 – 2004 – გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში, EDP ასისტენტი; 1999 – 2000 – Northrop Grumman, პროექტის ასისტენტი.
ფლობს – რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებს
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი
დაბადების თარიღი: 1964 წლის 4 ნოემბერი, მესტია.
განათლება- 1971-1981 წლებში სწავლობდა ჭუბერის საჯარო სკოლაში. 1995 წ. თბილისის სასულიერო აკადემია, თეოლოგიის ფაკულტეტი.
1985 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ეთნოგრაფიის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება: 2014 წლის 22 ივლისამდე საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი; 2009 წ. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2004-2009 წწ. საქართველოს სახალხო დამცველი; 2003-2004 წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი”, პროექტი – “კანონის უზენაესობა”, დირექტორი; 2002 წ. კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი; 1998-2001 წწ. ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი. 1996-2003 წწ. “რადიო თავისუფლება, რადიო “თავისუფალი ევროპის” კორესპონდენტი საქართველოში; 1996-2000 წწ. გაზეთ “კავკასიონის” რედაქტორი. 1995-1996 წწ. გაზეთ “კავკასიონის” კორესპონდენტი; 1993 წ. მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში; 1991-1995 წწ. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი; 1989-1991 წწ. დმანისის სიონის ტაძარში, მედავითნე; 1989-1991 წწ. დმანისის რაიონის სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი.
ფლობს – ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მასალა მოამზადა
თამარ გვირჯიშვილმა