ზღაპრების გჯერათ? აქამდე, რომ ეს გეკითხათ გიპასუხებდით, რომ კი. ახლა კი გიპასუხებთ, რომ არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ მესმოდა ამბები მდიდარ ადამიანზე, რომელიც საკუთარ სოფელში გლეხის ტანსაცმელში ჩაცმული დადიოდა, ვინაობას მალვდა და გლეხებს მიწის დამუშავებაში ეხმარებოდა. მესმოდა ისტორია ადამიანზე, რომელმაც იპოვა და დაასაჩუქრა ნაყინის გამყიდველი, რომელმაც პატარაობაში ნაყინი აჩუქა, როდესაც მას ნაყინის შესაძენი ფული არ ქონდა. ადამიანზე, რომელმაც ააყვავა საკუთარი სოფელი და ადამიანზე, რომელიც ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელმაც უამრავი სკოლა და ეკლესია-მონასტერი ააშენა. ადამიანი,რომელიც ეხმარებოდა ხელოვანებს, პედაოგოგებს და სხვა უამრავ ადამიანს.
ეს იყო ადამიანი, რომლის ვინაობაც ყველამ იცოდა, მაგრამ არ იცოდნენ თუ როგორ გამოიყურებოდა. ის გარკვეულწილად იდუმალებით იყო მოცული და მისი ნახვა ძალიან ბევრ ადამიანს სურდა. თითქოს ის იყო ფარული იმედი, რომელიც მოქალაქებს გააჩნდათ. მახსოვს ტელევიზიით სიუჟეტიც კი გავიდა, რომ იგი ერთ–ერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა და მეც ინტერესით ვაკვირდებოდი, მსურდა მენახა ის ადამიანი, რომელიც ასეთ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. ალბათ მიხვდით ვისზე მაქვს საუბარი, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. შემდეგ მისი პოლიტიკაში მოსვლის ამბავი გაჟღერდა და 9 წლით იმედგაცრულებული (თუმცა, არც მანამდე დალხენილი) მოსახლეობა იმედით აივსო. ადამიანებმა დაიწყეს ოცნება, ოცნება უკეთეს მომავალზე, ოცნება უკეთეს საქართველოზე. ბიძინა ივანიშვილი, რომ არა, არც კი ვიცი კიდევ ვინ შეძლებდა ხელისუფლების სათავეში ასე ღრმად გადგმული ნაციონალური მოძრაობის ფესვების ამოძირკვას. ადამინაებმა დაიწყეს ოცნება, რომ დაიბრუნებდნენ ღირსებას, დაძლევდნენ შიშს, იშოვიდნენ სამსახურს, ექნებოდათ ელემენტარული საარსებო წყარო. გაჩნდა იმედი, რომ სამაგიერო გადაეხდებოდათ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში კარგ ნაბიჯებთან ერთად, იმდენი ცუდი ნაბიჯი გადაგეს, რომ საკუთარ თავს გაასწრეს. გაჩნდა ოცნება და ამასთან ერთად გაჩნდა „ქართული ოცნებაც“.
ბიძინა ივანიშვილი ქართველ მოსახლეობას მხსნელად მოევლინა, მილიონებით ადამიანის იმედად იქცა. მან სთოხვა ქართულ საზოგადოებას და ქართული საზოგადოებაც მხარში დაუდგა მას. ამის შემდგე იყო მრავალი მიტინგი, მრავალი შეხვედრა, მრავალი ემოცია, მრავალი სიხარული, მრავალი დაპირება, მრავალი ფურცელზე დაწერილი ოცნება, მრავალი მრავალი წერტილი. შემეგ იყო არჩევნები, არჩევნებში მხარდაჭერა და საქართველოს მთავრობაში არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება. ხელისუფლების სათავეში კი ბიძინა ივანიშვილი. ქართველმა ხალხმა არჩევნების შემდეგ ამოისუნთქა და 9 წლის განმავლობაში ნაგროვები ბოღმა, ტკივილი, იმედგაცრუება, დამცირება… ამოაყოლა. ოცნებების ახდენა დაიწყო გაიფიქრა ქართველმა ხალხმა. ამ ყველაფრის შემდეგ 2 წლის გავიდა, რა ხდება საქართველოში? ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სამოქალაო საზოგადოებაში გადავიდა, პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი ახლაც არკვევენ ვისია ძალაუფლება, ახლაც ნიშნავენ და ანთავისუფლებენ მინისტრებს, ახლაც მშიერია ქართველი ხალხი, ახლაც ეძებენ სამუშაო ადგილებს, ახლაც ხდება უსამართლობა, პარტიები ახლაც ებრძვიან ერთმანეთს, მიხეილ სააკაშვილი ახლაც გვარიგებს ჭკუას და კიდევ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.
მე კარგად მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ სათავეში მოსვლისას ძალიან მძიმე მემკვირეობა ერგო, ისიც კარგად მესმის, რომ 2 წელიწადში ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია, ისიც კარგად მესმის, რომ უამრავი საბუთი განადგურებულაი, რომლითაც დამნაშავეთათვის დანაშაულის დამტკიცება შეიძლება, ისიც კარგად მესმის, რომ ქვეყანაში გარკვეული მიმართულებეით ნაბიჯი გადაიდგა, ისიც კარგად მესმის, რომ ადამიანებს ხმის ამოღების და საკუთარი აზრის გამოთქმის აღარ ეშინიათ… მე ეს ყვლაფწერი მესმის. არ მესმის რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან? არ მესმის ვის ჩააბარა ხელისუფლება? არ მესმის რატომ არ შემოიკრიბა გარშემემო ისეთი გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ფეხზე დააყენებდა, არ მესმის დღეს კიდევ რატომ აქვთ საშუალება და მიზეზი ნაციონალურ მოძრაობას იმისა, რომ სხვა აკრიტიკონ? არ მესმის რატომ არ ხდება იმის პიარი მაინც, რაც კეთდება? არ მესმის რატომ ინიშნებიან თანანმდებობებზე არაპროფესიონალები? არ მესმის რატომ ააფეთქეს საყრდრისი – ყაჩაღიანის ოქროს საბადო? არ მესმის რატომ სხედან გიორგი მარგველაშვილი და მიხელ სააკაშვილი ერთად ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე? არ მესმის კიდევ ძალიან ბევრი რამ და მინდა, რომ გავიგო.
ახლა მე მინდა, ბატომ ბიძინა ივანიშვილს მივმართო. თქვენ ალბთ ჩემზე კარგად იცით საქართველოს ისტორია, კარგად იცით თუ რამდენი ტანჯვა აქვს გამოვლილი, რამდენი უბედურება აქვს გადატანილი ქართველ ხალხს, კარგად იცით რამდენჯერ გადარჩენილა ქართველი ერი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ ყველა თავისი ნაკლითა და ღირსებით. მაშინაც იყვნენ მოღალატეები, მაშინაც იყვნენ გამყიდველები, მაშინაც იყო მრავალი პრობლემა. მაგრამ ქართველი ერი მაინც გადრჩა. მე მინდა კარგად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაიკისრეთ საკუთარ თავზე, როდესაც ქართველი ხალხის ოცნებების ახმდენელ პირად იქეცით, პასუხისმგებლობა რომელიც მაშინ დაიკისრეთ, როდესაც ამ ხალხის იმედად იქეცით, პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაიკისრეთ, როდესაც ამ ადამიანებს სიტყვა მიეცით, პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაგეკისრათ, როდესაც თქვენი ხალხი და ქვეყანა შეიყვარეთ, პასუხისმგებლობა, რომლიც პირველი გაკეთებული სიკეთის დროს აიღეთ, პასუხისმგებლობა, რომელიც ამდენი ადამიანის ხმამ დაგაკისრათ და პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დაგეკისრათ, როდესაც ამ ქვეყად დაიბადეთ. თქვენ შეძელით და ნულიდან მილიარდელი გახდით, თქვენ შეძელით და არაფრისაგან ყველაფერი შექმენით, თქვენ შეძელით და ქართველი ხალხის სიყვარული დაიმსახურეთ. ალბათ კარგად იცით, რა გრძნობაა, როდესაც მილიონობით ადამიანს უყვარხარ, მილიონობით ადამიანი შემოგციცინებს, როდესაც მილიონობით ადამიანი გენდობა. ნეტავ რა უფრო ძვრად ფასობს თქვენან მილირდები თუ ამ ადამიანების სიყვარული? თქვენ ეს ყველაფერი შეძელით და ვიცი, რომ შეგიძლით აღებული პასასუხსმგებლობის შესრულება, შეგიძლიათ ადამიანების დახმარება, შეგიძლიათ ადამიანებს ოცნება რეალობად უქციოთ, ვიცი რომ შეგიძლიათ სიტუაცია სასიკეთოდ შემოაბრუნოთ, ვიცი რომ შეგიძლით მათ გულებში შემორჩენილი იმედის ნაპერწკალი კვლავ ააგიზგიზოთ, ვიცი, რომ შეგიძლიათ…!!! მე კი ერთი უბრალო სტუდენტი გოგონა გთხოვთ ქართვლ ხალხს ოცნების სურვილი არ დაუკარგოთ და დაანახოთ, რომ ამ ქვეყნად ოცნებები ხდება. ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა ეს ნამდვილად დაიმსახურა… მე კი მსურს, როდესაც მკითხავენ ზღაპრების მჯერა თუ არა ვუპასუხო, რომ ნამდვილად მჯერა.
ანა არგვეთელი