სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე რჩება. სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა სპორტის მინისტრის მუშაობა გააკრიტიკეს და საქმის კურსში ჩააყენეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.