სომხეთის უარის შემთხვევაში ევრაზიის კავშირში შესვლაზე, რუსეთმა სომხეთში შეიძლება სოციალურ ბუნტს გაუკეთოს პროვოცირება, ამ აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს სომხური პარტიის ”ახალი დროების” ლიდერი არამ კარაპეტიანი.
მან განაცხადა რომ, ბოლოს პუტინმა ღიად აღნიშნა – მიმდინარეობს კავშირის შექმნის პროცესი და ვინც თანახმაა შეუძლიათ შემოგვიერთდნ, ხოლო ვინც არ გააკეთებს ამას წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც არ შეუერთდება მათ წინააღმდეგ სანქციები გატარდებაო.
”კარგია ეს თუ ცუდი-სხვა საკითხია, მაგრამ ეს რეალიებია, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, პრეზიდენტ სარგსიანს ამ რეალიებზე პასუხი არ აქვს, რადგან მას საერთოდ არავითარი კონცეპცია არ გააჩნია, ის ცდილობს ლავირებას, მას სურს კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ყველასთან, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან აქ სახეზეა ინტერესთა წინააღმდეგობა”-განაცხადა კარაპეტიანმა.
მისივე შეფასებით, ამ რეალიებზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია იმის გათვალისწინება თუ სომხეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად რუსეთში, რომლების საკუთარ ოჯახებს ფულს უგზავნიან.
”თუ რუსეთი, შემოიღებს სავიზო რეჟიმს ან მოაწესრიგებს ტრანსფერების საკითხს, რა მოხდება”-აცხადებს იგი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის მოქმედებები მიმართული იქნება იქით რომ, დამძიმდეს სოციალური მდგომარეობა სომხეთში, რათა მოაგვაროს პოლიტიკური საკითხები სოციალური ბუნტის მეშვეობით.
31.05.13