„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1%–ით გაიზარდა მაშინ, როცა მარტში ზრდამ მხოლოდ 0.4% შეადგინა.
„საქსტატმა“ მცირედით გაზარდა 2013 წლის პირველი კვარტლის მშპ–ის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 1.7%–დან 1.9%–მდე.
კორექტირებული წინასწარი მონაცემების თანახმად, იანვარში მშპ 3.1%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თებერვალში 2.2%–მდე შემცირდა, ხოლო მარტში – 0.4%–მდე დაიკლო.
31.05.13