“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვითი შეიარაღების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე ალასანიას შესაჩერებლად თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დაიჭირეს.
ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“რაც შეეხება იმას, თუ რა კავშირია ხელშეკრულების საქმესა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის. მაშინ, როცა მე 27 ოქტომბერს ჩავედი საფრანგეთში და მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან. მეორე დღეს იგეგმებოდა შესაბამის ინდუსტრიებთან შეხვედრა. მე დამირეკეს და გადმომცეს პრემიერ-მინისტრის სახელით, რომ არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე ხელი. არადა ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთანაც, არაერთი თვის განმავლობაში. ჩემთვის ეს იყო შეურაცმყოფელი და ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომაც მე მოვაწერე ხელი ამ მემომრანდუმს და ველოდებოდი 6 თვის გამნმავლობაში პუნქტების შესრულებას. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, რომ იმ მომენტში, როცა უარი ვთქვი, რომ ამ არასწორ მითითებაზე უარი ვთქვი, მეორე დილით, როცა მე ხელმოსაწერად მივდიოდი, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით, რომ მე შემაჩერებდნენ, თუმცა ვიმეორებ, კარგად არ მიცნობენ”, – განაცხადა ალასანიამ.