საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია. დღეს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 57:0 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 12:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირეს, თავად კი შეცდომებს უმატეს. ამით ფრანგებმა კარგად ისარგებლეს და კიდევ ექვსი ლელო დაგვიდეს. ტურნირზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეოთხედფინალში ირლანდიელ თანატოლებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალია დაამარცხა.