ამერიკული გამოცემების ცნობით, ჩინეთი ონლაინ გაყიდვების რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია. მისი ეკონომიკური სიძლიერის ახალი წყარო სწორედ ციფრული ტრანსფორმაციებია.
ამერიკული გამოცემის, morganstanley-ის კვლევების მთავარს მიზანს, მსოფიოს გრძელვადიან სტრუქტურულ ბიზნეს ცვლილებებში ანალიტიკოსების, ეკონომისტებისა და სტრატეგოსების ჩართვა წარმოადგენს. როგორც გამოცემის წარმომადგენლები წერენ, მათი კვლევები სხვა დასავლური მედიის კვლევებისგან იმით განსხვავდება,რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას მოიცავს და არ ახდენს, რაიმე სახის კვოტირებას კვლევის პროცესში.
ახალი კვლევის ობიექტი ამჯერად ჩინეთია. ჯერ კიდევ, რამდენიმე ათეული წლის წინ, ჩინეთის ყველა ოჯახს სჭირდებოდა სპეციალური ტალონი იმისთვის, რომ შეეძინა ყველაფერი, დაწყებული ბრინჯითა და ფეხსაცმლით და დამთავრებული ველოსიპედით. დღეს კი, ჩინეთი უდიდესია ონლაინ გაყიდვების ბაზარზე.
2013 წლის მონაცემებით, ონლაინ გაყიდვებით ჩინეთმა აშშ-ს ნახევარი მილიარდი დოლარით გაუსწრო, მისი წლიური შემოსავალი 314 მილიარდი (2006 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 383 მილიარდი უნდა ყოფილიყო), ხოლო აშშ-სი 255 მილიარდია. მსოფლიოს ონლაინ გაყიდვების 35% კი ჩინეთზე მოდის. ჩინეთის ონლაინ და საცალო გაყიდვების ექსპერტი, morganstanlay-ის ანალიტიკოსი, რობერტ ლინი ამბობს, რომ ჩინეთი მომავალი წლისათვის ამ შედეგის გაუმჯობესებას ელოდება, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს შემოსავლების ზრდას ქვეყანაში.
ეს ბაზარი მსოფლიოში სხვა სეგმენტებისგან იმით განსხვავდება,რომ მისი ზრდა უფრო რეალურად და პირდაპი აისახება მოქალაქეებზე. ამასთანავე, ის გვპირდება რომ ადგილობრივ და საერთაშორისო არეალზე სხვა სეგმენტებისთვისაც გახსნის წარმატებისკენ გზას.
წყარო : www.chinainternetwatch.com
ონლაინ გაყიდვების რევოლუცია ჩინეთისთვის დინამიური ძრავა გახდა,რომელმაც ქვეყანას საშუალება მისცა თავი დაეღწია მძიმე მრეწველობისთვის, რომელიც ძირითადად აგებული იყო კერძო, დიდი და პატარა კომპანიების ხარჯზე. ხოლო, ახალ ეტაპზე შესვლით ჩინეთი შეძლებს თავისი შიდა ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილიზაციას.
ყველაფერი 1980 წელს, ჩინეთის მხრიდან ინვესტიციების მოზიდვითა და დასავლეთისთვის „კარების გაღებით“ დაიწყო. კომპანიები გამდიდრებას ჩინეთითა და მისი მრავალმილიონიანი მოსახლეობით აპირებდნენ, აწყობდნენ გაფართოების სხვადასხვა გეგმას.
წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში რამდენ მილიონებს შოულობდნენ კომპანიები,რომლებიც უბრალო ფანქრებს ყიდიდნენ ჩინელი სტუდენტებისთვის. შემდეგ კი ბაზარზე გამოჩნდა სარეცხი მანქანები,ტელევიზორები, ავტო მობილები, მობილური ტელეფონები და ა.შ. თუმცა, ეს პროცესები დასავლელებისთვის დიდხანს არ გაგრძელებულა, ადგილობრივმა ლიდერებმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუშალეს მონოპოლიების არსებობას. ოცნება ოცნებად დარჩა.
ჩინეთი წლები ემზადებოდა იმ დღისთვის,როდესაც ის ადგილობრივ, შიდა მომხარებლებზე ძირეულ დასაყრდენს იპოვიდა. ის იღებდა აშშ-ს მაგალითს, რომლის მთლიანი შიდა პროტუქტის, 60%-75% შიდა მოხმარებაზეა დამოკიდებული. ეკონომისტების შეფასებით, ასეთი და ამაზე უკეთესი შედეგების ჩვენებას თაობები სჭირდება,მაგრამ ჩინეთის შემთხვევაში ეს ძალიან სწრაფად მოხდა.
როგორც ამბობენ, ონლაინ გაყიდვები შიდა და გარე ეკონომიკური ფაქტორებისა და სხვა ზედმეტი კატალიზატორების გარეშე იზრდება ან კლებულობს. მაგალითისთვის, ყველასთვის ცნობილი სმარტფონი, 2014 წლის პირველ ნახევარში, ჩინური ონლაინ შესყიდვების 26%-ს წარმოადგენდა და დაახლოებით, 780 მილიონმა მომხარებელმა შეისყიდა.
ამავე თემაზე, ჯერ კიდევ, the boston consulting group-ი აქვეყნებდა 2012 წელს კვლევის შედეგებს და წერდა, რომ 2015 წლისთვის ჩინეთში ყოველი მეორე ინტერნეტის მომხარებელი აქტიურად იქნებოდა ჩართული ონლაინ გაყიდვებში. პროგნოზები ნამდვილად მართლდება, ამ დროისთვის ჩინელები ინტერნეტში ყველაზე მეტ დროს ონლაინ „შოპინგს“ უთმობენ, შემდეგ მოდის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ტრანზაქციები, სასტუმროებისა და მოგზაურობის დაჯავშნა, ელექტრონული ბანკინგი და გადახდები.
ჩინელი ანალიტიკოსების თქმით, ისინი ამ პროცესების სრულყოფილ წარმართვას არ ელოდებიან და ფიქრობენ, რომ წინ ბევრი პრობლემა იქნება. ხარვეზები კი ნამდვილად არის, ეს შეეხება რეგიონებში ლოჯისტიკურ საკითხებს, ნელ მიწოდებას, არათანაბარ მომსახურებასა და უხარისხო პროდუქციის გავრცელების გამო მოსახლეობის ნდობის დაკარგვას.
წყარო : http://www.morganstanley.com/
თემაზე მუშაობდნენ:
ნათია კეკენაძე
გიორგი მიქანაძე