ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა სააღდგომოდ ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეზღუდვა 11 და 12 აპრილს იმოქმედებს.
მოსალოდენელი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. როგორც აცხადებენ, მათ ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი დასვეს, რომ ადგილობრივებს სააღდგომოდ არ შექმნოდათ პრობლემა, თუმცა, როგორც აცხადებენ, მათი მოთხოვნა ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
სააგენტო “რესის” ინფორმაციით, 11-12 აპრილს არ განხორციელდება მოქალაქეთა დაშვება საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ადგილებში. დეფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, 13 აპრილიდან კი “სასაზღვრო” რეჟიმი კვლავ ძველი გრაფიკით იმუშავებს.